თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3519,
კომენტარები: 11
სქოულზმა დე ხეა გააკრიტიკა
პოლ სქოულზმა დავიდ დე ხეას ეპიზოდზე ისაუბრა.
სქოულზმა დე ხეა გააკრიტიკა
პოლ სქოულზმა დავიდ დე ხეა "ვესტ ჰემთან" მატჩში გაშვებული საჯარიმო დარტყმის გამო გააკრიტიკა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დიმიტრი პაიეს მიერ საჯარიმო დარტყმული ვერ მოიგერია. ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ესპანელის კარის ბადეში გაეხვა და "ჩაქუჩებმა" ანგარიში გახსნეს.

მიუხედავად იმისა, რომ დარტყმული მახვილ კუთხეში წავიდა, სქოულზს მიაჩნია, რომ 25 წლის მეკარეს ბურთის მოგერიება შეეძლო: "ვფიქრობ, დე ხეას დონის მეკარე იმედგაცრუებული უნდა იყოს ამით.

35 იარდიდან დარტყმა, ველოდი, რომ რონალდუს სტილში დაარტყამდა, რაც ბურთის სწრაფად დაშვებას გულისხმობს, მაგრამ ასე არ შეუსრულებია. მას საერთოდ არ დაურტყამს ძლიერად, მხოლოდ ჰაერიდან დაუშვა, რაც დე ხეას იმედგაცრუების საბაბს აძლევს.

ვფიქრობ, უნდა მიწვდომოდა და აეღო".




სქოულზი ასევე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ "იუნაიტედის" მიერ 83-ე წუთზე გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რის მიზეზადაც ბასტიან შვაინშტაიგერისა და მეკარე დარენ რენდოლფის შეჯახებას მოაიზრებენ.

"შვაინშტაიგერსა და რენდოლფს შორის მცირე კონტაქტი იყო, არაფერი სერიოზული. ერერამ დიდებული პასი გააკეთა, კარგი ჩარბენა. მან გადაცემა შორეულ ძელთან გააკეთა, მარსიალმა კი დიდებულად შეასრულა. ვფიქრობ, მართლაც მინიმალური კონტაქტი იყო".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
15 მარტი 2016 00:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაც მაღალ სტანდარტს აწესებ, მით მეტს მოგთხოვენ. დავიდი ყოველთვის იქნება თავისი ქმედებების მსხვერპლი, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top