თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2016, 14:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3391,
კომენტარები: 13
ვან გაალი: "სეზონის გადარჩენა შემიძლია"
ვან გაალი ფიქრობს, რომ სამუშაოს შენარჩუნების საშუალება ჯერ არ დაუკარგავს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის გადარჩენა.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს 4 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ინგლისის თასსა და ევროპის ლიგაზე გუნდი ჯერ კიდევ ასპარეზობს.

მომდევნო სამი მატჩი "იუნაიტედისთვის" ბევრ რამეს გადაწყვეტს, რადგანაც სამივე შეხვედრა სხვადასხვა ტურნირზე გაიმართება - "ვესტ ჰემთან" ინგლისის თასზე, "ლივერპულთან" ევროპის ლიგაზე და "მანჩესტერ სიტისთან" პრემიერ ლიგაში.

"იუნაიტედმა" "ლივერპულთან" პირველი შეხვედრა ევროპის ლიგის ეგიდით 2-0 წაგო, ვან გაალს კი იმედი აქვს, რომ საპასუხო მატჩში წარმატებას მაინც მიაღწევს.

"საკუთარ თავს ყოველთვის შევაფასებ, ასე რომ, ეს პრობლემა არ არის. მაგრამ ამ საკითხს თქვენთან ვერ განვიხილავ.

ინგლისის თასს შეუძლია სეზონის გადარჩენა, ევროპის ლიგასაც შეუძლია ჩემი სეზონის გადარჩენა და ოთხეულში მოხვედრასაც შეუძლია ჩემი სეზონის გადარჩენა.

ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რთულია, ეს ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელი. ახლა, როცა მატჩი წავაგეთ, კატასტროფაა. მაგრამ ეს არის სპორტი, სადაც ან იგებ, ან აგებ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში მედიისგან მხოლოდ ის მესმის, რომ სამსახურიდან მათავისუფლებენ. მაგრამ ჯერ კიდევ სამ ტურნირზე ვასპარეზობ - ამით ბევრი ჩემი კოლეგა ვერ დაიკვეხნის სეზონის ამ ეტაპზე",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: zeg
13 მარტი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
რომელი ფეხბურთელის იმედი გაქვთ თქვით აბა?[/quote]
დიდათ არცერთის.ამ ახლებს ისევ ვალენსია,კერიკი,რუნი ჯობიან ისე თუ გამოვა მე აკადემიის ხალხი მირჩევნია და კიდევ
0
№12
ავტორი: shotkin
13 მარტი 2016 16:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეგრე ჩემპიონთა ლიგაზე კლუჟი როგადის იმასაც შეუძლია ლიგა მოიგოს მარა შანსები?

ციტატა: mesxi
08/09 ხო გახსოვს. ლიგა ჩელსისთან. მერე ლიგის ნახევარფინალუდა გამივარდით. მაგის მერე 2012 ში ბარსელონასთან ფინალი წავაგეთ. პრემიერლიგა ბრატ. ბოლოს ჩვენ მოვიგეთ (ალექსის დროს) მაგუწ წინა შეზონში ბურთების სხვაობით გვაჯიბა სიტიმ. ეხლა რადეეში ვართ ხედავ ?

რომელი ფეხბურთელის იმედი გაქვთ თქვით აბა?

2012 სჰი არა 2011 წავაგეტ ფინალი ბარსასთან
0
№13
ავტორი: mesxi
13 მარტი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
[quote=zeg]რომელი ფეხბურთელის იმედი გაქვთ თქვით აბა?[/quote]
დიდათ არცერთის.ამ ახლებს ისევ ვალენსია,კერიკი,რუნი ჯობიან ისე თუ გამოვა მე აკადემიის ხალხი მირჩევნია და კიდევ[/quote]
კანტონა, კინი. ნისტელროი. რონალდო. ყველა თაობაში იყვნენ აგრესიული და ლიდერი ფეხბურთელები ეხლა არავიაა ეგრეთი თავზე რო აიღოს თამაში. ლუი რო ახსენებს რეშფორდი ფოსუმენსა. დეპაი. და მაგათი იმედი აქვს ეგ ყველაფერი ტყუილია. გუნდს ლიდერი ჯირდება რაც დღეს არარის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top