გთავაზობთ პრემიერ ლიგის 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდს.
პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი, ტრადიციულად, ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი მოხვდა.
გასულ ტურში "იუნაიტედი" "არსენალს" დაუპირისპირდა და 3-2 გაიმარჯვა. რეშფორდმა თავი საგოლე გადაცემითა და 2 გოლით გამოიჩინა.
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდიმეკარე: ადრიანი ("სტოკ სიტი")
მცველები: ლეანდრო ბაკუნა ("ასტონ ვილა"), კრეიგ დოუსონი ("ვესტ ბრომვიჩი"), ბრანისლავ ივანოვიჩი ("ჩელსი"), დენი როუზი ("ტოტენჰემი")
ნახევარმცველები: მაიკლ ანტონიო ("ვესტ ჰემი"), ფრანცენსკ ფაბრეგასი ("ჩელსი"), კრისტიან ერიქსენი ("ტოტენჰემი"), მესუთ ოზილი ("არსენალი")
თავდამსხმელები:
მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მარკო არნაუტოვიჩი ("სტოკ სიტი")