დღეს პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალს" უმასპინძლა. მატჩი "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ფეხბურთელის, მარკუს რეშფორდის ბენეფისად იქცა, ინგლისელმა ფორვარდმა დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და მატჩის საკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ვან გაალის გუნდი უკვე 2-0 იგებდა რეშფორდის დუბლის წყალობით. სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა დენი უელბეკის წყალობით მოახერხეს, პირველი ტაიმი ვან გაალის გუნდის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
რეშფორდი მეორე ტაიმშიც კვლავ გამორჩეული იყო, 65-ე წუთზე მისი გადაცემით ერერამ ისარგებლა და ანგარიში 3-1 გახადა. ვენგერის გუნდმა ზუსტად 4 წუთში მოახერხა მეორე გოლის გატანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შეხვედრის გადასარჩენად, მატჩი მანჩესტერელთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი 3:2
გოლები: 1:0;2:0 რეშფორდი (29' 32'), 2:1 უელბეკი (40'), 3:1 ერერა (65'), 3:2 ოზილი (69') გაფრთხილებები: ვარელა, კერიკი, ერერა, იანუზაი – რემსი, ელნენი, ოზილი სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო (ფოსუ-მენსა 55), კერიკი, ბლინდი, ვარელა, ერერა (ვეირი 95), შნეიდერლენი, მატა, ლინგარდი, დეპაი, რეშფორდი (იანუზაი 80).