თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2016, 21:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3858,
კომენტარები: 11
ზიდანმა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი შეადგინა
ზინედინ ზიდანმა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა.
ზიდანმა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი შეადგინა
ზინედინ ზიდანმა თავისი ვერსიით პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 6 ყოფილი ფეხბურთელი დაასახელა.

Shortlist-მა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს სთხოვა, აერჩია საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებმაც ინგლისის ჩემპიონატში 1992 წლის შემდეგ ითამაშეს.

ზიდანმა სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილ შეგირდთაგან 6 შეარჩია: პეტერ შმეიხელი, გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, იაპ სტამი, პოლ სქოულზი და კრიშტიანუ რონალდუ.

რონალდუ - რომელსაც ზიდანი ამჟამად მადრიდის "რეალში" წვრთნის - 4-4-2 ფორმაციის გუნდში თავდამსხმელად დგას, მას კი ტიერი ანრი შეუწყვილდა.

"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ეშლი კოული ერთადერთია, რომელიც დაცვის ხაზში "იუნაიტედს" არ წარმოადგენს.

ნახევარდაცვის ხაზს კი პოლ სქოულზთან ერთად პატრიკ ვიეირა, კლოდ მაკელელე და სტივენ ჯერარდი იკავებენ.

ზიდანი მიერ შედგენილი გუნდი:

ზიდანმა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი შეადგინა


წყარო: goal.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: s.a.b.a
1 მარტი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
Ronaldo rogor AR unda sheeyvana tavisi gundistvis varskvlavia use karshi vandersali mercevna ra mekare man inglisis namdvili grandebisgan aigo fexburtelebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top