"წითლები" ისევ მეკარეს ეძებენ.
გამოცემა The Daily Mail–ს დავიდ კენტი "იუნაიტედის" ბეგოვიჩით და რეინათი დაინტერესებაზე წერს...
სერ ალექს ფერგიუსონმა, ბეგოვიჩს და რეინას, თვალი დაადგა. ბოსი მზადაა დავიდ დე ხეა გაუშვას "ოლდ ტრაფორდიდან" და ცდილობს შეიძინოს ახალი მეკარე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
"იუნაიტედის" მწვრთნელის, ნელ–ნელა ემატება იმედგაცრუება ესპანელი მეკარის თამაშთან დაკავშირებით და მას სურს შეიძინოს სასურველი მოთამაშე, რომელსაც ევროპაში თამაში შეუძლიათ. ფერგიმ თხოვა "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს დევიდ გილს და კლუბის მფლობელებს, რათა გამოეყოთ საკმარისი თანხა ახალი მეკარის შესაძენად. "სტოკის" მეკარე – ასმირ ბეგოვიჩი და "ლივერპულის" მეკარე – პეპე რეინა, კლუბის ახალი სამიზნეები არიან და ორივე მათგანს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მაგრამ, სერ ალექსმა იმაზეც გააამახვილა ყურადღება, რომ ბეგოვიჩი უკვე "სტოკის" ვარსკვლავია, ხოლო რეინას მომავალი კი, ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.
ჯო კოულმა, შეაქო რობინ ვან პერსის თვისებები, იმის შემდე, როდესაც ჰოლანდიელმა მის კლუბს გოლი გაუტანა:
"რომ მოვაშოროთ მესი და რონალდო, რობინი საუკეთესო იქნება მსოფლიოში." – ციტატირებს კოული –
"ის განსხვავებული და უმაღლესი კლასის მოთამაშეა. მისი შეჩერება უბრალოდ, ძალიან რთულია. მას სურს, რომ კიდევ ბევრი მატჩი ჩაატრაოს."The Daily Star იტყობინება, რომ რობი ბრედის "ჰალ სიტიში" საბოლოოდ გადასვლა მოხერხდა ორ მილიონ ფუნტ სტერლინგათ. სტივ ბრიუსმა კი განაცხადა, რომ მან პირადად მიმართა, "იუნაიტედის" ბოსს ამ საქმესთან დაკავშირებით.
წყარო:
http://www.manutd.com