მემფის დეპაის მიაჩნია, რომ "მიდტიულანდთან" მის მიერ ნაჩვენები თამაში დასტურია იმისა, რომ ძველი სათამაშო ფორმა დაიბრუნდა.
ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიელმა გაიტანა გოლი და მოიპოვა პენალტი თავისი გუნდისთვის, მისი უშუალო დახმარებით კი გუნდმა 5-1 გაიმარჯვა. "ეს დიდებული შეგრძნებაა. გასულ კვირას წაგებისთვის სამაგიეროს გადახდა იყო საჭირო.
ვიცოდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა და ყოველთვის კარგი გრძნობაა მატჩის მიწურულს ტაბლოზე შენი გვარის დანახვა.
ვფიქრობ, მოედანზე საკუთარი თავისგან სიამოვნებას ვიღებდით. ყველა ბევრს შრომობდა ერთმანეთისთვის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. შემდეგ კი ინდივიდუალურადაც გავიბრწყინებთ.
ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გოლით და მე უკვე დავუბრუნდი სწორ გზას. ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ყოველდღე გავუმჯობესდე", - განაცხადა დეპაიმ.