თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2016, 23:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 12756,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)
ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/16 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: იშტვან ვოდი (უნგრეთი)
მატჩის დასაწყისი: 00:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფელაინი, ბორტუიკ-ჯექსონი, რუნი, შოუ, დარმიანი, შვაინშტაიგერი, დე ხეა, უ. კინი, იანგი, ლინგარდი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: იანუზაი (ითამაშა დორტმუნდის "ბორუსიაში")
კითხვისნიშნისქვეშ: როხო, სმოლინგი
განაცხადი: Romero, Henderson, Love, McNair, Smalling, Blind, Poole, Riley, Carrick, Herrera, Schneiderlin, Pereira, Weir, Mata, Memphis, Martial, Rashfordi.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მეკარე დავიდ დე ხეა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუმცა სათადარიგოთა სკამზე იქნება მარკოს როხო, მოედანს უბრუნდება ანტონიო ვალენსიაც, თუმცა დანიელებთან ვერ ითამაშებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მიდტიულანდი"

ტრავმირებულები: დალინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ანდერსონი
განაცხადი:


"მანჩესტერ იუნაიტედს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დანიაში წაგებული (2-1) მატჩის შემდეგ შესაბამისი გამარჯვება დასჭირდება.

"მიდტიულანდი" მანჩესტერში ბოლოს შვიდწელიწად-ნახევრის წინ იმყოფებოდა და მაშინ "სიტი" 2-1 დაამარცხა უეფა-ს თასის ამავე ეტაპზე.

წინა შეხვედრები


გუნდები ერთმანეთს პირველად 2016 წლის 18 თებერვალს შეხვდნენ და "მიდტიულანდმა" 2-1 გაიმარჯვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შვიდჯერ შეხვდა ევროარენაზე დანიურ კლუბებს - 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (2 მოგება, 1 ფრე - სახლში.

დანიელებს მანჩესტერში ერთადერთი მატჩი აქვთ ჩატარებული და ისიც მოიგო, როცა 2008-09 წლების სეზონის უეფა-ს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივი "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. საპასუხო შეხვედრაში იგივე ანგარიშით დამარცხდნენ სახლში და პენალტების სერიაში 4-2 წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე "სიტი" გავიდა.

"მიდტიულანდი" ევროპის მასშტაბით ხუთჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ გუნდებს - 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (1 მოგება, 1 ფრე - სახლში და წაგება და ფრე ინგლისში). პრემიერ ლიგის ერთი კლუბი უკვე დაამარცხა, როცა პლეი-ოფის სტადიაზე "საუთჰემპტონს" ორი მატჩის ჯამში 2-1 სძლია.


ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის მასშტაბით საშინაო არენაზე ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა (7 მოგება, 2 ფრე). ბოლოს ასეთი შემთხვევა 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოხდა, როცა "იუნაიტედმა" 1/8 ფინალში მადრიდის "რეალთან" 2-1 წააგო. "წითელი ეშმაკების" ბოლო საშინაო შეხვედრა ევროპის ლიგაზე ბილბაოს "ატლეტიკთან" 2012 წლის მარტში განცდილი მარცხით დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ასპარეზობდა და მაშინ გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკთან" ორჯერ დამარცხდა - 2-3 და 2-1. ევროპის ლიგა (უეფა-ს თასი) - ერთადერთი ევროპული ტურნირია, რომელიც გუნდს არასდროს მოუგია. კლუბის საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე - მეოთხედფინალია, რომელსაც 1994-85 წლებში მიაღწია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მიდტიულანდი"


"მიდტიუნალდმა" ევროპაში თავისი ბოლო ორი გასვლითი მატჩი წააგო, ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა და საერთო ჯამში 6 გოლი გაუშვა.

"მიდტიულანდი" პირველად გავიდა ევროთასის საგაზაფხულო სტადიაზე და ეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევის შედეგად მოახერხა. "მიდტიულანდსა" და "მიოლდეს" ყველაზე ხანგრძლივი ევროპული კამპანია აქვთ მიმდინარე სეზონში, ორივე ეს კლუბი 1/16 ფინალში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყებული ასპარეზობის შემდეგ გავიდა.

კავშირი გუნდებს შორის


მანჩესტერსა და ჰერნინგს შორის მანძილი 775 კილომეტრს შეადგენს.

"მიდტიულანდი" ევროპის ლიგის 1/16 ფინალში მოასპარეზე გუნდთა შორის ერთ-ერთია ექვსთა შორის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები არიან - "ბაზელი" (შვეიცარია), "გალათასარაი" (თურქეთი), "მიოლდე" (ნორვეგია) და "ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), "მიოლდემ" თავისი სტატუსი უკვე დაუთმო "რუსენბორგს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ენტონი მარსიალი, სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო და "მიდტიულანდის" ნახევარმცველი იაკობ პოულსენი "მონაკოში" თანაგუნდელები იყვნენ 2013/14 წლების სეზონში.

დეილი ბლინდი და პეტერ ანდერსონი 2010 წელს "გრონინგენში" თამაშობდნენ.

"მიდტიულანდის" მეკარე მიკელ ანდერსონი იჯარის წესით თამაშობდა ინგლისის დაბალი დივიზიონის რამდენიმე გუნდში, როცა კონტრაქტით "რედინგს" უკავშირდებოდა.

"მიდტიულანდის" ხორვატი თავდამსხმელი მარტინ პუშიჩი ინგლისში 2011/12 წლების სეზონში "ჰალ სიტის" რიგებში ასპარეზობდა.

დანიური კლუბის ნახევარმცველი კრისტოფერ ოლსონი "არსენალში" სინჯებზე იმყოფებოდა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგელობაში - ლიგის თასზე "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ 2013 წლის სექტემბერში.

"მიდტიულანდი" 1999 წელს დაარსდა ორი კლუბის შერწყმის შედეგად - "იკასტი" და "ჰერნინგ ფრემანდი".

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგას მოიგებს, მეხუთე ევროპული კლუბი გახდება "აიაქსის", "ბაიერნის", "იუვენტუსისა" და "ჩელსისთან" ერთად, რომელთაც ევროპის ორივე მნიშვნელოვანი თასი ერგოთ - ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა და თასების მფლობელთა თასი).

გუნდების მწვრთნელები

"მიდტიულანდის" მწვრთნელი იეს ტორუპი ფორვარდის როლში გერმანიასა და ავსტრიაში ასპარეზობდა. მწვრთნელის რანგში სახელი "ესბიერგში" გაითქვა, რომელთან ერთადაც დანიის თასი მოიგო, სანამ დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანდა. "მიდტიულანდის" მწვრთნელი გასულ ზაფხულს გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდს 2014 წლის ზაფხულიდან წვრთნის, "აიაქსის" თავკაცის რანგში მან უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ჩემპიონი გახდა ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთი "ალკმაართან", "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" ერთად. ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

გუნდების ბოლო პენალტების სერია ევროთასებზე:


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო სამი მატჩი პენალტების სერიით: 1 მოგება, 2 წაგება.

წაგებები:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონის" (უნგრეთი) წინააღმდეგ - მეოთხედფინალი, უეფა-ს თასი, 1984/85

4-3 სტუმრად "ტორპედოს" (რუსეთი) წინააღმდეგ - პირველი რაუნდი, უეფა-ს თასი, 1992/93

მოგება:

6-5 ნეიტრალიურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ფინალი, ჩემპიონთა ლიგა, 2007/08


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მიდტიულანდი" (პრევიუ)

"მიდტიულანდი"


"მიდტიულანდი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ევროპულ მატჩში პენალტების სერიაში.

4-2 სახლში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ - მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, უეფა-ს თასი, 2008/09
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2016 18:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ ვინატრო წაგება თორე კარგი იქნება თუ თავის დროზე გამოვარდებიან, თასზე არის რაღც შანსი და გადაერთონ იქ. ტრავმების მეტს არაფერს მოიტანს

მიდტიულანდთან როგორ უნდა გამოვარდე თავმოყვარე გუნდი ისე
0
№12
ავტორი: love united
25 თებერვალი 2016 22:24
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არაა პრობლემა 1-0ს გავწურავთ 3d_3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top