"ლაციოს" პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ფელიპე ანდერსონი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება.
ბრაზილიელი თავდამსხმელის ბედს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მედია "იუნაიტედს" უკავშირებდა. ინგლისურმა კლუბმა სატრანსფერო შეთავაზება გააკეთა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. შეთანხმებას კლუბებმა ვერ მიაღწიეს, ფელიპე რომში დარჩა.
ახლა კი, კლაუდიო ლოტიტო 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს: "ფელიპე ანდერსონი 8 მილიონ ევროდ (6 მილიონ ფუნტად) ვიყიდე და ის უკვე 60 მილიონ ევროდ (47 მილიონ ფუნტად) გავყიდე. მომდევნო სეზონში, ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება."
სავარაუდოდ, ანდერსონს ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა არ მოუწევს, მას ზაფხულში ჟოზე მოურინიო დახვდება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ტრანსფერს გეგმავს.