"რთული, ძალიან რთული მატჩი ექნება "მანჩესტერ იუნაიტედს", მით უმეტეს, რუნი არ იქნება.
მისი არყოფნა მაღელვებს. ინგლისის თასის რთული მატჩი იქნება - "შრიუსბერი" ამით ისარგებლებს.
ენტონი მარსიალსა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა დღე ელოდებათ "შრიუსბერიში". მათ რთული მატჩი ჰქონდათ "მიდტიულანდთან" ტურნირზე, რომელიც ერთადერთი საშუალებაა ჩემპიონთა ლიგაზე მათ მოსახვედრად.
ვიცი, "სანდერლენდთან" ცუდი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო დროს კარგად თამაშობენ.
"იუნაიტედის" უპირატესობა ის არის, რომ მატჩი "გეი მიდოუზე" არ ჩატარდება. "შრიუსბერის" ახალი სტადიონი, "ახალი მიდოუ" ლამაზი სტადიონია. იქ ნამყოფი ვარ - ფეხბურთის სათამაშოდ მშვენიერი ადგილია. ამიტომაც აღარ მიიღებთ შოკს. მოედანი კარგი იქნება, ისევე, როგორც პირობები", - განაცხადა პოლ მერსონმა.