მილანის "ინტერის" დირექტორმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გადაწყვეტილია.
"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს "ინტერში" დაბრუნებასა და რობერტო მანჩინის შეცვლას უკავშირებენ, მაგრამ როცა ბედი მორატის, იტალიური კლუბის დირექტორს ჰკითხეს ჭორების შესახებ, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, იგი ყოველთვის ფანტასტიკური ადამიანი იყო და ძალიან გვაკლია, როგორც ადამიანი. ახლა ბედნიერია. მანჩესტერში გადადის"
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰარი რედნაპმა ზუსტად ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.