პოლ სქოულზს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში.
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები ყოველთვის გაკვირვებას გამოხატავდნენ იმით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ "იუნაიტედმა" სქოულზთან თანამშრომლობა არ გააგრძელა.
ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა BT და ITV არხებზე ექსპერტად მუშაობს, მაგრამ მზად არის, საქმიანობას თავი მიანებოს და მწვრთნელი გახდეს.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ცნობილი "კლას 92-ის" სახელოვანი ფეხბურთელი ლუი ვან გაალის, მისი თამაშის სტილისა და შედეგების ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსია.
41 წლის ინგლისელი კლუბს სერ ალექს ფერგიუსონის ფერბურთის დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ ამას მოახერხებს, თუკი "იუნაიტედში" დაბრუნდება.
მოვლენათა ასე განვითარებისთვის ყოველგვარი საფუძველი არსებობს, რამეთუ სქოულზს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს სახალხო საქმიანობისადმი და სურს, მწვრთნელობას რაც შეიძლება მალე მიჰყოს ხელი.