18 წლის ”იუნაიტედის” ფეხბურთელს, ანხელო ენრიკესს, რომელიც ამ დროისთვის არენდის წესით ”უიგანში” იმყოფება, ჰქონდა დებიუტი ახალ კლუბში ინგლისის თასის მატჩში.იგი მოედანზე სათადარიგო სკამიდან შევიდა და ბურთის პირველი შეხების შემდეგ ცოტაც და გოლს გაიტანდა-ახალგაზრდა ჩილელმა ძელს გაარყა.”უიგანის” მთავარი მწვრთნელი ძალიან კმაყოფილია ანხელოს თამაშით და ამბობს, რომ მალე მათი ახალწვეული გახდება გმირი ”უიგანის” ქომაგებისთვის.
”ამ ახალგაზრდაში რაღაც განსაკუთრებულია.მისი მოძრაობა აღსაღნიშნავია, მოხერხებულობა კი ენრიკესის ერთ-ერთი კოზირია.სწორედ ამიტომ შეეძლო სადებიუტო მატჩშივე თავის გამოჩენა, მაგრამ სამწუხაროდ ძელს გაარტყა ბურთი.ის ყოველთის საჭირო პოზიციას ირჩევს შესატევად.დარწმუნებული ვარ მალე ის გახდება გმირი ჩვენ ფანებისთვის.”-ციტირებს მარტინესის სიტყვებს Sky Sports-”ანხელო მოქმედებს საკმაოდ ჭკვიანურად.მას არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, მაგრამ შეუძლია მცველებისთვის გვერდის ავლა მისი მოხერხებულობის წყალობით. მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია - ფეხბურთელებმა ის კარგად გაიცნეს და თბილად მიიღეს. ხშირად ის კარგად იხსნებოდა, მაგრამ ბიჭებმა ვერ შეამჩნიეს იგი.”
”ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ანხელო გააძლიერებს ჩვენ კლუბს.მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ გასაოცარია.ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს სერიოზული მიზნები დასახული.მას სურს მიაღწიოს წარმატებას პრემიერ ლიგაში.”