Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ჟოზე მოურინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაიბირებს.
როგორც მოსალოდნელია, ზაფხულში ვან გაალს შეცვლის მოურინიო, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს "ინტერში" მუშაობისას თავის ყოფილ შეგირდთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.
იბრაჰიმოვიჩმა მაიამიში სახლი შეიძინა, რათა დევიდ ბექჰემის გუნდში ითამაშოს, მაგრამ შვედი აშშ-ში გადასვლას 2018 წლამდე არ აპირებს, ამიტომ ერთსეზონიან კლუბს ეძებს.
მოურინიო მზად არის იბრაჰიმოვიჩს ხელსაყრელი შეთავაზება გაუკეთოს, თუკი ლუი ვან გაალს შეცვლის და "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი გახდება.
თუმცა, ფინანსურმა მხარემ შესაძლოა, ყველაფერი გაართულოს. ზლატანი პსჟ-ში ამჟამად 250 ათას ფუნტს იღებს კვირაში, ჩინეთში გადასვლის შედეგად კი ამ ხელფასის გაორმაგებაც შეუძლია. მისით რამდენიმე აზიური კლუბი ინტერესდება.