თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2016, 15:03
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3281,
კომენტარები: 18
ვან გაალმა დანიისთვის 18 მოთამაშე აარჩია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მატჩისთვის დანიაში მიემგზავრება.
ვან გაალმა დანიისთვის 18 მოთამაშე აარჩია
18 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ეგიდით, მეთექვსმეტედფინალურ სტადიაზე პირველ მატჩს გამართავს დანიური "მიდტიულანდის" წინააღმდეგ.

ლუი ვან გაალმა ამ მატჩისთვის 18 მოთამაშე შეარჩია და მათთან ერთად გაემართება ჰერნინგში. "მგლების" წინააღმდეგ არ ითამაშებს უეინ რუნი, რომელიც განაცხადის მიღმა დარჩა და, დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი სპეციალისტი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დარჩება კაპიტანი ინგლისში.

რუნის მსგავსად, მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს მატეო დარმიანი, რომელმაც პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მხარი დაიზიანა და მისი ტრავმა სერიოზული ჩანს.

საპირისპიროდ, დანიაში შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდის დებიუტიც ვიხილოთ, მაგალითად,რეგან პულის, ჯო რაილისა და ჯეიმს უეირის.

სრული განაცხადი კი ასეთია:

De Gea, Romero, Love, McNair, Smalling, Blind, Poole, Riley, Carrick, Herrera, Schneiderlin, Lingard, Pereira, Weir, Mata, Memphis, Martial, Keane.
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 თებერვალი 2016 17:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: Count Alucard
სულ, რომ აკადემია გაიყვანოს მოედანზე მაინც უნდა მოვუგოთ... მიდტიულანდია ბოლოს და ბოლოს...

თუ სწორად მახსოვს, საუთემპტონი გამოაგდო ამ გუნდმა უახლოს წარსულში ??
0
№12
ავტორი: Mufc7
17 თებერვალი 2016 17:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: Count Alucard
სულ, რომ აკადემია გაიყვანოს მოედანზე მაინც უნდა მოვუგოთ... მიდტიულანდია ბოლოს და ბოლოს...

ეგ კაი ხანია აღარ ჭრის ჩვენზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: Malboro463
17 თებერვალი 2016 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ფელაინის არ ყოფნა გამიხარდა wink
ისეთი სასტავი წაიყვანა არ აპირებს მოგებას მგონი. იანუზაი აკლია
0
№14
ავტორი: Lee Sharpe
17 თებერვალი 2016 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: Malboro463
ფელაინის არ ყოფნა გამიხარდა wink
ისეთი სასტავი წაიყვანა არ აპირებს მოგებას მგონი. იანუზაი აკლია


იანუზაიმ ითამაშა ევროპა ლიგაზე ბორუსიაში და ვეღარ ითამაშებს ჩვენთან
0
№15
ავტორი: redarmy10
17 თებერვალი 2016 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რუნის დასვენება გასაგებია ხანდახან უნდა დაასვენო წამყვანი ფეხბურთელები როცა საშუალებაა მაგრამ ესისე უნდა გააკეთო რომ გუნდმა არიზარალოს ანუ უნდა გაიმარჯვონ 1 ბურთით მაინც

იმედია მიტდიულანდის დონის გუნდი პრობლემას არშეგვიქმნის და 1ვე თამაშში გავინაღდებთ შემდეგ ეტაპს
0
№16
ავტორი: Malboro463
17 თებერვალი 2016 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ციტატა: Lee Sharpe
ციტატა: Malboro463
ფელაინის არ ყოფნა გამიხარდა wink
ისეთი სასტავი წაიყვანა არ აპირებს მოგებას მგონი. იანუზაი აკლია


იანუზაიმ ითამაშა ევროპა ლიგაზე ბორუსიაში და ვეღარ ითამაშებს ჩვენთან

ეგ ცუდია მაშინ. ეპლში არ ათამაშებს და მაქ მიანც მიღებდა შანს
0
№17
ავტორი: Lee Sharpe
17 თებერვალი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
რუნის არ ასვენებს, 6 კვირიანი ტრავმა მიიღოო რამოდენიმე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია
0
№18
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2016 02:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hypervenom
ჯექსონი რატო არ წაიყვანა?

არც ჯექსონია და არც ფელაინი. ტრავმები აქვთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top