"მანჩესტერ იუნაიტედი" თავდასხმაში პრობლემის მოგვარების საშუალებად პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ბუნდოვანია, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ფეხბურთელი ჰოლანდიელის არჩევანის შესაბამისად გადაიბიროს.
ბუნდესლიგის ამჟამინდელი საუკეთესო ბომბარდირი "წითლებს" იაფი ნამდვილად არ დაუჯდებათ, დორტმუნდის "ბორუსია" მასში 70 მლნ. ფუნტს ითხოვს.
"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" ვარსკვლავების მიწვევას კვლავ აპირებს, მისი ერთ-ერთი შენაძენი კი შესაძლოა, ობამეიანგი გახდეს.