დიახ, რა თქმა უნდა. ვგონებ, მატჩის წინ ვთქვი - ასეთი შეხვედრები უნდა მოვიგოთ, მაგრამ წავაგეთ. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია. ასე რომ... ორი სტანდარტი - ორი გოლი. ასევე მგონია, რომ "სანდერლენდი" უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ჩვენ. ამ აგრესიას ვერ გავუმკლავდით, ბურთი არასაკმარისად დიდხანს გვეჭირა. წინ კიდევ 12 ტურია პრემიერ ლიგაში. კვლავ ფიქრობთ, რომ ოთხეულში მოხვედრას შეძლებთ?
ახლა ამის გაკეთება უფრო რთული იქნება, რადგან ხუთი ქულა დავკარგეთ - "ჩელსისთან" მატჩში და ახლა. ამჟამად მეტისმეტია.
თქვენი მომავლის შესახებ საუბრები ამ მატჩის შემდეგაც გაგრძელდება. დიდი ზეწოლის ქვეშ იქნებით?
არა, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. ჩემს სამუშაოს უმაღლეს დონეზე ვასრულებ. ამის მეტი არ შემიძლია. ჩემს ფეხბურთელებს "მიდტიულანდთან" მატჩისთვის 100-%-ით მოვამზადებ. ყოველთვის ამას ვიზამ.
ახლა ეს შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ევროპის ლიგა უადვილესი გზა იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად?
ამ მატჩის შემდეგ, ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ასე ადვილი არ არის, ამ ტურნირზე ბევრი კარგი გუნდი მონაწილეობს.