"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ფიქრობს, რომ მის გუნდს არაფერი დაუმსახურებია "სტედიუმ ოფ ლაიტზე" გამართულ მატჩში.
"წითლებმა" მეოთხე ადგილთან ქულათა ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს, რამეთუ "სანდერლენდის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.
"საკმარისი რაოდენობის შანსებს ვერ ვქმნიდით, საკმარისად აგრესიულები არ ვყოფილვართ და ეს ყველაფერი სტანდარტული მდგომარეობების დროს თავდაუცველობად და სამწუხარო შედეგად დაგვიჯდა.
დღეს კარგად არ გვითამაშია, ეს ვიცით, მეორე ბურთებს ვერ ვიგებდით და საერთო ჯამში ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო, რაც ცუდია".
რუნი აღიარებს, რომ ოთხეულში მოხვედრა უკვე რთული იქნება გუნდისთვის, მაგრამ გვარწმუნებს, რომ მისი გუნდი მომდევნო მატჩისთვის უკვე ემზადება.
"ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უკვე გაგვიჭირდება, ეს ვიცით, ასე რომ, ცუდი დღე გვაქვს სამი ქულის დაკარგვის გამო და ამას როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ.
ახლა ვეღარ გამოიცნობ, როგორ მიმდინარეობს პრემიერ ლიგის ეს სეზონი, მაგრამ ვიცით, ძალიან რთული იქნება ოთხეულში დაბრუნება და ევროპის ლიგის მოგება ალბათ, საუკეთესო შანსი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის, თუმცა ვიცით, წინ დიდი გზაა.
ეს არის ტურნირი, რომელში მონაწილეობაც არ გვსურს, მაგრამ იქ ვართ და მისი მოგება უნდა ვცადოთ. ყოველი მომდევნო მატჩი დიდი მატჩი იქნება, ხუთშაბათიდან კი ხელახლა უნდა დავიწყოთ".