20 წლის ვინგერი 2 მილიონის სანაცვლოდ "ჰალ სიტის" რიგებში დარჩა...
"სქაისპორტის" ცნობით, რობი ბრედი რჩება "ჰალ სიტიში" 2 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ, რომელიც აქამდე არენდის წესით იყო აყვანილი ამავე კლუბის მიერ.
ბრედი გასული 2 თვის განმავლობაში ირიცხებოდა "ჰალ სიტიში", სადაც მან 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა, სანამ ის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდებოდა გასულ კვირას.
"ჰალის" მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა მიაღწია შეთანხმებას სერ ალექსთან და ის ბრედის უკან იბრუნებს, არა არენდის წესით, არამედ სამუდამოდ.
სტივ ბრიუსმა დაუყონებლივ გადაიხადა ბრედიში 2 მილიონი ფუნტ სტერლინგი, რომელმაც წინა სეზონი ამავე კლუბში, "ჰალ სიტიში" გაატარა.
ჩრდილოეთ ირლანდიელს მხოლოდ 1 მატჩი ქონდა ჩატარებული "იუნაიტედის" რიგებში, წინა სეზონში, "ქარლინგ ქაფის" გათამაშებაზე, "ნიუკასლის" წინააღმდეგ.
"ჰალმა" ასევე გააკეთა ერთი ტრანსფერი, დევიდ მეილერის სახით, რომელშიც ბრიუსმა 1,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა, დევიდი ამ ტრანსფერამდე "სანდერლენდის" ღირსებას იცავდა.
წყარო:
"სქაისპორტი"