ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მისთვის ჟოზე მოურინიოს შესახებ დასმული შეკითხვით უკმაყოფილება არ დაფარა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ შეხვედრაში მის გუნდს გამარჯვება შეეძლო, თუმცა მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებების შედეგად ამაში ხელი შეუშალეს.
25 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც ვან გაალის გაძევებისა და მის ნაცვლად მოურინიოს დანიშვნის შესახებ ჭორებს კიდევ უფრო აძლიერებს.
მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვან გაალს ჰკითხა, თუ რატომ არ უარყოფდა კლუბი იმას, რომ მწვრთნელის შეცვლას ცდილობდა, რაზეც ლუიმ უპასუხა: "რატომ უნდა უარყოს კლუბმა ეს, როცა თქვნ ისტორიებს იგონებთ? არ გილაპარაკიათ ედ ვუდვორდთან და არც გლეიზერებთან.
ეგრე მეც შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ სამსახურიდან გათავისუფლებენ, რა გქვიათ? მეც გამოვაცხადებ ამას. რაც გინდათ, ის დაწერეთ. სერ ალექს ფერგიუსონის პირველი წელი გახსოვთ? იქნებ სტატისტიკას ჩახედოთ".