ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" მიღებული "მოსაწყენი" გამოცდილების მეხსიერებიდან წაშლას ცდილობს.
27 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წელს მადრიდის "რეალიდან" 59.7 მლნ. ფუნტად გადაბარგდა, ჩატარებული 32 მატჩის შემდეგ კი პსჟ-ს მიაშურა.
არგენტინელი ლორან ბლანის გუნდის შეუცვლელი წევრია და საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში მისი გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი მოსაწყენი გამოცდილება იყო. საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც ვიმედოვნებდი. იმედგაცრუებული ვიყავი და ფსკერიდან ვერ ამოვდიოდი.
სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, რა მოხდა იქ და არც მინდა გახსენება. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა შვიდიანმა.