თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 13437,
კომენტარები: 11
ყველაზე ბნელი დღე ისტორიაში
მიუნხენის ტრაგედიიდან 58 წელი გავიდა.
ყველაზე ბნელი დღე ისტორიაში
1958 წლის 6 თებერვალი ყველაზე ბნელი დღეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში. "ბასბის ჩვილებმა" ის-ის იყო დაამარცხეს ბელგრადის "რედ სტარი" ორი მატჩის ჯამში და ევროპის თასის ნახევარფინალში "მილანთან" სათამაშოდ ემზადებოდნენ. უკან გამოფრენისას გუნდი გერმანიაში შეჩერდა (სადაც დიდი თოვლი მოსულიყო), რათა საწვავის ავზი შეევსო. მიუნხენის აეროპორტიდან აფრენის პირველი ორი მცდელობა უარყოფილ იქნა. მესამე აფრენის შემდეგ კი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 23 ადამიანი, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" რვა ფეხბურთელი და შტაბის სამი წევრი, სასიკვდილოდ დაშავდა. დუნკან ედვარდსი, რვა მსხვერპლიდან ერთ-ერთი, შემთხვევიდან 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა. არაფრის მომცემია იმის თქმა, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც დღესდღეობით არსებობს, იმ პერიოდში დუნკან ედვარდს გადაარჩენდა.

როჯერ ბირნი (28), ედი კოლმენი (21), მარკ ჯონსი (24), დევიდ პეგი (22), ტომი ტეილორი (26), ჯეფ ბენტი (25), ლიამ უელანი (22) და დუნკან ედვარდსი (21), ყველა გარდაიცვალა, ისევე როგორც, კლუბის მდივანი უოლტერ კრიკმერი, მწვრთნელი ტომ ქერი და უმაღლესი მწვრთნელი ბერნ უელი.

რვა ჟურნალისტი გარდაიცვალა; ალფ კლარკი, ტომ ჯექსონი, დონ დევისი, ჯორჯ ფელოუსი, არჩი ლედბრუკი, ერიკ ტომპსონი, ჰენრი როუზი და ფრანს სვიფტი (რომელიც "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი იყო). შეეწირა თვითმფრინავის კაპიტანი კენ რეიმენტი, ასევე სერ მეტ ბასბის ძვირფასი მეგობარი უილი სატინოფი. სამოგზაურო აგენტმა ბელა მიკლოშმა და მგზავრმა ტომ კებლმა ასევე ფატალური დაზიანებები მიიღეს.

center

ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, შესანიშნავ ხასიათზე იყო. გერმანიის მიწაზე ჩასვლისას ვიღაც ბანქოს თამაშობდა, ვიღაც უკანასკნელ ამბებს ყვებოდა, ვიღაც წიგნს კითხულობდა. ზოგიერთს ეძინა კიდეც.

დაახლოებით 14 საათისთვის თვითმფრინავი და მისი კაპიტანი კენეტ რეიმენტი ასაფრენად უკვე მზად იყვნენ. მისი პარტნიორი კაპიტანი ჯეიმს ტეინი კი კატასტროფის შემდეგ მოგვითხრობს: "კენმა დროსელები, რომლებიც ჩვენს წინ იყო, გახსნა და ჩვენ ერთად დავაჭირეთ ბერკეტს ხელი, რითაც დროსელი ბოლომდე გავაღეთ. ძრავამ ხმა გამოსცა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენით, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ძრავა ძალიან არათანაბრად მუშაობდა. თვითმფრინავი უკვე იძვროდა, მაგრამ კენმა მუხრუჭს დააჭირა. 40 წამში თვითმრინავი ადგილზე იდგა".

დუნკან ედვარდსმა მანჩესტერში თავის დიასახლისს ტელეგრამა გაუგზავნა, რომელიც 17 საათზე მივიდა ადრესატთან. "ყველა ფრენა გადაიდო. ხვალ დავბრუნდებით".

"როცა მეორედ დაძვრა დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, რომ დროსელებს უფრო ადრე გავხსნიდით, რათა ადრე ჩაგვერთო ძრავები. ამგვარად, მეორე ცდის ნებართვა მივიღეთ, მაგრამ მეორედაც იგივე მოხდა - ძრავა ჩაქვრა. სანამ თვითმფრინავს აკეთებდნენ, მგზავრები ყავის დასალევად გავიდნენ".

კაპიტნები პრობლემას აეროპორტის ტექნიკურ მოსამსახურესთან განიხილავდნენ და 15:03-ზე უკვე აფრენა დაიწყეს: "კენს ვუთხარი, რომ ძრავა შეგვიკეთეს და რომ დროსელებს ვაკონტროლებდი. კენმა 28 პოზიციაზე გახსნა. ძრავა კარგად მუშაობდა და დავიძარით. იგი დროსელებს ხსნიდა, მე ვეხმარებოდი, სანამ ბოლომდე არ გაიღო. მან მითხრა: "სრული სვლით წინ!" მაჩვენებლები შევამოწმე და ბრძანება დავადასტურე.

შემდეგ ისევ შევამჩნიე ძრავის პრობლემა და მასაც ვუთხარი. დროსელები დახურა. სპიდომეტრს დავხედე და 105 დავინახე, არასტაბილური იყო. როცა 117-ს მიაღწია, რაციაში ვთქვი: "ველოსიტი 1! ჩვენი ფრენა საფრთხეშია!" უცებ სიჩქარე 112-ზე დაეცა, შემდეგ კი 105-ზე. კენმა დაიყვირა: "ღმერთო! ვერაფერს ვიზამთ!". წინ გავიხედე და თოვლი, სახლი და ხეები დავინახე აეროდრომის ირგვლივ"

center

"ოლდ ტრაფორდზე" მისვლისას შენიშნავთ საათს, რომელიც გაჩერებულია ერთ დროზე: 15:04, ავარიის დრო. ხოლო თუ მიუნხენის მემორიალურ გვირაბში გაივლით, ნახავთ წარწერას, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს: "მიუნხენის ტრაგედიამდე კლუბი მანჩესტერს ეკუთვნოდა. მაგრამ შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელი მსოფლიოს გონება მოიცვა".

დაღუპულთა სია: ჯეოფ ბენტი, როჯერ ბერნი, ედი კოლმენი, დუნკან ედვარდსი, მარკ ჯონსი დევიდ პეგი, ტომი ტეილორი, ლიან ვილანი, ვოლტერ კრიკმერი, ბერტ ვოლეი, ტომ კერი, ალფ კლარკი, დონ დევისი, ჯორჯ ფოლოუზი, ტომ ჯექსონი, არჩი ლიდბროკი, ჰენრი როუზი, ერიკ ტომპსონი, ფრენკ სვიფტი, კენეტ რეიმენტი, ბელა მიკლოში, ვილი სატინოფი, ტომ კეიმბლი.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Number 0
5 მარტი 2016 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ნამდივალ სამწუხაროა დღეა ამ კატასტროფიდან ეხლა ბობი ჩარლტონია რომლითაც უნდა ვამაყობდეთ. sad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top