Daily Mail იტყობინება, რომ "ბარსელონა" ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, ხუან მატას შეიძენს. მოთამაშის წარმომადგენლები ესპანეთის ჩემპიონებს შეხვდნენ, რათა ტრანსფერის საკითხი განეხილათ.
კატალონიური გრანდი გუნდში კონკურენციის გაზრდას ცდილობს, შესაფერის კანდიდატად კი "ვალენსიას" ყოფილ ფეხბურთელს განიხილავს.
თუმცა შეთანხმების პირობაში ნათქვამია, რომ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მატა ლუი ვან გაალის გუნდში თავს დაიმკვიდრებს და კარგ თამაშს აჩვენებს.