თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2016, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3776,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "არ ვიცი, როგორ დამხვდებიან"
ლუი ვან გაალი გაურკვევლობაშია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ დახვდებიან "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივრები სამშაბათს საღამოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ გვირაბის მიმდებარე სექციებიდან გულშემატკივარი უსტვენდა.

ვან გაალმა განაცხადა, რომ მათი რეაქცია მისთვის სრულიად ბუნებრივია, პრესა კი იტყობინებოდა, რომ ჰოლანდიელმა კლუბის ხელმძღვანელობას თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა, მაგრამ ლუი თავის პოსტზე დარჩა და მომდევნო შეხვედრაში "დერბი" სანახაობრივი ფეხბურთით დაამარცხა.

"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს სახლში "სტოკის" წინააღმდეგ ჩაატარეს, ვან გაალი კი ამბობს: "სულელი არ ვარ. მე ჭკვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ატმოსფეროს წინასწარმეტყველება არ შემიძლია.

იმედი მაქვს, სამშაბათს იგივე დონეზე ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ "სტოკს" უნდა ვეთამაშოთ, ეს კი სხვა მეტოქეა.

თუმცა სულერთია, მისტვენს თუ არა გულშემატკივარი. მთავარია, რომ მათ ფეხბურთელებს დაუჭირონ მხარი. ფეხბურთელებისთვის უფრო რთულია.

მათ უნდა დადონ შედეგი იმავე საათში, კარგი თამაშით, თავის მართლება კი შეუძლებელია. გულშემატკივარს ისინიც უნდა ამოუდგნენ მხარში.

მე თუ აღარ ვარ პოპულარული, არა უშავს. პირველად არ ხდება ჩემს თავს ასეთი რამ. თუმცა ამასაც გავუძლებ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
1 თებერვალი 2016 17:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჭკვიანი ვარო... მართლა ჭკვიანი, რომ იყოს მიხვდებოდა და შეცვლიდა რამეს...
0
№12
ავტორი: Jubo
1 თებერვალი 2016 18:31
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მედიასთან ურთიერთობაში მართლა ჭკვიანია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top