"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ნემანია ვიდიჩმა "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ საიტს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ განუცხადა.
"წითლების" ყოფილმა კაპიტანმა, რომელმაც მილანის "ინტერი" ახლახანს დატოვა, 34 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ფეხბურთში მისი დრო ამოიწურა.
"დრო მოვიდა, მეც დავკიდო ბუცები. ტრავმებმა, რომლებმაც ბოლო პერიოდში შემაწუხეს, თავიანთი კვალი დატოვეს.
მინდა, ყველა იმ ფეხბურთელს გადავუხადო მადლობა, რომელთან ერთადაც მითამაშია, ყველა მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს, ვისთანაც მიმუშავია და გითხრათ "მადლობა" გულშემატკივრებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიჭერდით მხარს", - განაცხადა სერბმა.