"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" რაიან გიგზის მომავალთან დაკავშირებული დილემის წინაშე დგას.
ლუი ვან გაალი ჰოლანდიიდან სამშაბათს დაბრუნდა მანჩესტერში და თავის ჩვეულ სამსახურს შეუდგა. მისი რთული მდგომარეობის მიუხედავად კი, ლუის კლუბის აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ვან გაალი ჯერ კიდევ დგას გაძევების საფრთხის წინაშე.
თუ ასე მოხდება და ჰოლანდიელი "იუნაიტედს" დატოვებს, ხოლო მის პოსტს რაიან გიგზი არ ჩაიბარებს, უელსელი კლუბთან 28-წლიან კავშირს დაასრულებს.
გიგზს კი ასეთ შემთხვევაში "კონკურენციას" ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა გაუწევენ, რომელთა მოსვლის შემთხვევაში, რაიანი კვლავ მწვრთნელის ასისტენტად მოიაზრება.
მაგრამ გიგზი მსგავს პირობებს არ დათანხმდება. უელსელს არც დროებითი მწვრთნელის პოსტი დააკმაყოფილებს, ამიტომ მისდამი კლუბის უნდობლობის შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.