თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2013, 19:08
ავტორი: love united,
ნანახია: 1971,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი:”არამგონია, რიოს წასვლა უნდოდეს”
ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ფერდინანდს კვლავ სურს ”იუნაიტედის” ღირსების დაცვა...
ფერგიუსონი:”არამგონია, რიოს წასვლა უნდოდეს”
სერ ალექსი თვლის, რომ რიო ფერდინანდი სეზონის ბოლოს ”იუნაიტედთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.გამოცდილი ცენტრალური მცველი მანჩესტერში 2002 წელს გადმობარგდა ლიდს ”იუნაიტედიდან”.ამ სეზონში რიომ ითამაშა 16 მატჩი ”წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში.იმის მიუხედავად, რომ 34 წლის ინგლისელს ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტის ვადა, შოტლანდიელი სპეციალისტი იმედს იტოვებს, რომ რიო ისევ მისი გუნდის ღირსებას დაიცავს.სერ ალექსი მოამზადებს ერთ წლიან კონტრაქტს და ეჭვიც არ ეპარება, რომ რიო მანჩესტერში დარჩება.

”არამგონია რიოს წასვლა უნდოდეს.ჩვენ არ ვნერვიულობთ ამ კონტრაქტზე.ვფიქრობ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ იქნება შეუძლებელი.ის თუ დარჩება ჩვენთან თუდაც სამი წელი, მას მაინც მიეცემა დიდი სათამაშო დრო.ის შეიძლება ყველა მატჩში არ გამოჩნდეს, მაგრამ დასვენება წაადგება მას სასიკეთოდ.რიო იმყოფება კარგ ფორმაში და ყოველთვის ბევრს ვარჯიშობს.ის აკეთებს იოგას, რაც ძალიან ეხმარება წარმატებების მიღწევაში.მე უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ ის კიდევ დიდხანს ითააშებს მაღალ დონეზე.არამგონია, მისი ტკივილები ზურგის არეში იყოს ხელის შემშლელი ფერდინანდისთვის.”

ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება ჯონი ევანსი, რომელიც ყოველ დღე პროგრესიერებს."ევანსი ჩვენი მომავალია.ვიდიჩს და ფერდინანდს ეს ესმით.ეს ეჭვგარეშეა.ის ყოველ ჯერზე უკეთ და უკეთ თამაშობს.მისი დაგროვებული გამოცდილება ეხმარება ჯონის თამაშში.ის ყოველ წელს პროგრესირებს და უკეთ თამაშობს, რაც ძალიან სასიხარულოა.”-დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mgelo
6 იანვარი 2013 22:24
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
არ წავა derpneutral
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top