"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის იტალიელი ცენტრალური მცველის, ლუკა არკოლანის შეძენასთან.
16 წლის ერკოლანიმ "იუნაიტედში" ბოლო რამდენიმე თვე გაატარა და მალე კლუბისგან კონტრაქტს მიიღებს.
თინეიჯერი ამჟამად სერია D-ს გუნდის, "ფორლის" კუთვნილებაშია, მის ფასს კი მალე დაადგენს ფიფა.
ერკოლანიმ თავის "ინსტაგრამზე" "იუნაიტედის" სავარჯიშო კომპლექსზე გადაღებული რამდენიმე ფოტო ატვირთა, მათ შორის 21 წლამდელთა გუნდის მეკარე კიერან ო'ჰარასთან ერთად.