პოლ სქოულზმა აღნიშნა, რომ "შეფილდთან" მატჩში შედარებით ლუი ვან გაალის შეგირდები უკეთესად გამოიყურებოდნენ.
"როდესაც შენ უყურებ "იუნაიტედის" თამაშს, იმის მიუხედავად, გამოდიან ისინი სახლში თუ გასვლაზე, შენ ელი მათგან სანახაობრივ, სიანტერესო ფეხბურთს. შენ ელი მათგან გატანილ გოლებს. გუშინ "იუნაიტედი" თავის თავს ჰგავდა. მათ უნდა მოეგოთ ეს მატჩი",- ციტირებს პოლ სქოულზის სიტყვებს Daily Mail-ი.
"მარუან ფელაინისა და ჯესი ლინგარდს ჰქონდათ შესანიშნავი შანსები, რომ გაეტანათ. ანგარიში 4-2 უნდა ყოფილიყო - აი რას ველოდი მე. ახლა "იუნაიტედმა" უნდა მოინდომოს და ითამაშოს იგივე მანერით "ოლდ ტრაფორდზე".