თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2013, 15:06
ავტორი: Armani,
ნანახია: 2977,
კომენტარები: 14
უელბეკის ინტერვიუ
უელბეკი თავის შანს ელოდება
უელბეკის ინტერვიუ
დენი უელბეკი უკვე დიდი ხანია ''წითელი ეშმაკების'' სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, თუმცა ფორვარდი იმედოვნებს, რომ ის მზად არის ამისთვის და გრძნობს, რომ მისი დრო დგება...

შენთვის როგორი სეზონი გამოდგა?

სეზონის პირველ ნახევარში, ჩემი ადგილი არ იყო. შარშან სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობდი, თუმცა წელს სკამზე მიწევს ჯდომა. თუმცა ყოველი წუთით ვტკბები, როდესაც მოედანზე ვიმყოფები. ბედნიერი ვარ, რომ გუნდი შედეგს აღწევს. ჩვენ შესანიშნავად ვასპარეზობთ ჩემპიონატში და ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

რამდენად მძიმეა შენთვის, როდესაც სათამაშო პრაქტიკას არ ღებულობ?

სინამდვილეში, მომთმენი უნდა იყო. ყოველ ვარჯიშზე ორმაგად ვვარჯიშობ, რადგანაც დადგება დრო როდესაც ჩემი ძალების გამომჟღავნება მომიწევს.

ყველა ''იუნაიტედის'' წარმოუდგენელ თავდასხმაზე საუბრობს. რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, ჩიჩარიტო და შენ...

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ხალხთან ერთად მიწევს თამაში. ჩვენ ერთ ერთი საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოში, და საუკეთესო ფეხბურთელებიც გვყვავს. სერ ალექს ფერგიუსონმა იცის, თუ რომელი ფეხბურთელი უნდა გამოიყვანოს მოედანზე, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

სერ ალექს ფერგიუსონმა ახლახანს გამოაცხადა, რომ თქვენ მალე ტოპ თავდამსხმელი გახდებით.

მე ამაზე არაფერი ვიცოდი. სერ ალექს ფერგიუსონს ჯერა ჩემი, ამიტომაც ვცდილობ, რომ სერ ალექსი თავის ნათქვამში არ შეცდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა უმაღლეს დონემდე მივაღწიო. ''იუნაიტედში'' არ ვიქნებოდი, თუ ამის არ მეჯერებოდა.

2013 წელს რა მიზნები გაქვთ?

ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მე უბრალოდ მსურს ''მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაში, გოლების გატანა და ამით სიამოვნების მიღება.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
5 იანვარი 2013 18:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რამდენი შანსიც მოგცა ვერ გამოიყენე და რაღა გინდა, დღეს მაინც ითამაშოს ნორმალურად ))
0
№12
ავტორი: R.V.P.
5 იანვარი 2013 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
ცოტა ხანში ნახეთ ეს
0
№13
ავტორი: I_K_A
6 იანვარი 2013 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
მე ამ ბიჭის ფანი ვარ ! ყველაზე მეტად ამას ვგულშემატკივრობ ახალგაზრდებიდან )
0
№14
ავტორი: Mgelo
6 იანვარი 2013 22:25
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top