"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე 215 მლნ. ფუნტს დახარჯავს, რათა შემტევი ხაზი გააძლიეროს – იტყობინება Daily star.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 24 გოლი გაიტანეს, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.
ამიტომ ვან გაალი გუნდის შემტევ ხაზს გააძლიერებს. "ლაციოს" ფეხბურთელი ფელიპე ანდერსონი ერთ–ერთი სასურველი ფეხბურთელია და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კვირაში 170 ათას ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით.
ჰოლანდიელი სპეციალისტი "საუთჰემპტონიდან" სადიო მანეს გადაბირებასაც ეცდება, რომლის მოსალოდნელი ღირებულება 30 მლნ. ფუნტი იქნება. "არსენალს" კი პიერ ემერიკ ობამეიანგის შეძენაში შეეცილება.
გარდა ამ სამი კანდიდატისა, "იუნაიტედის" სასურველ ფეხბურთელთა რიგში მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილიც შედის, თუმცა ამ უკანასკნელის შეძენა სავარაუდოდ ზაფხულამდე არ მოხერხდება.