პეპ გვარდიოლამ განაცხადა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გაახანგრძლივა კონტრაქტი მიუნხენის "ბაიერნთან".
ესპანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს გერმანულ გრანდს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, სად იმუშავებს პეპი მომდევნო წლიდან, მაგრამ თავად იგი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის გუნდის გაწვრთნა სურს.
"მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გავახანგრძლივე ჩემი კონტრაქტი, მარტივია. პრემიერ ლიგაში მუშაობა მსურს. ხოლო თუ რომელ კლუბში, ჯერ არ გადამიწყვეტია.
ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ იმით, რომ "ბაიერნმა" ჩემდამი რწმენა გამოავლინა, მაგრამ მე ახალი გამოწვევა მჭირდება", - განაცხადა გვარდიოლამ.
ესპანელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.