თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2016, 11:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4244,
კომენტარები: 12
მოურინიოს ახალი წინაპირობა
სიახლე მოურინიოსა და "იუნაიტედის" პოტენციური თანამშრომლობის შესახებ.
მოურინიოს ახალი წინაპირობა
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან უმოქმედობის გამო შეშფოთებულია და ახალი სამსახურის ძიებას შეუდგა.

პორტუგალიელ სპეციალისტს დიდი ხანია სურს "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობა და "იუნაიტედში" არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საუკეთესო ვარიანტია სურვილის დასაკმაყოფილებლად, რამეთუ "წითლები" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით არცთუ წარმატებულად ასპარეზობენ.

წყაროების თანახმად, მოურინიოს წარმომადგენლები "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას "ჩელსიდან" გათავისუფლებიდან 24 საათში დაუკავშირდნენ და მას შემდეგ სიტუაციას ნათელი არ მოჰფენია. კლუბი ვან გაალისთვის დროის მიცემას აპირებს, რადგან სჯერა, რომ ჰოლანდიელი მდგომარეობას გამოსწორებს.

მიუხედავად ზედიზედ რვამატჩიანი მოუგებელი სერიისა, ვან გაალი ჯერ კიდევ მუშაობს "იუნაიტედში", რაც მოურინიოსთვის გზებს კეტავს, მაგრამ წყაროები იტყობინიებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელობას პორტუგალიელის გადაბირება არ სურს.

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა კი მადრიდის "რეალს" უკვე განუცხადა უარი სეზონის შუაში კლუბის ჩაბარებაზე, რადგან იქ დაბრუნება არ სურდა და "იუნაიტედში" მუშაობის იმედი ჰქონდა. მადრიდული გრანდის ჩაბარების ვარიანტი აღარ აქვს, რადგან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების შემდეგ კლუბს ზინედინ ზიდანი წვრთნის.

თუმცა იმის ფონზე, რომ "იუნაიტედსა" და მოურინიოს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, მოურინიო სხვა კლუბის მოძებნას აპირებს და მოსალოდნელია, რომ უფრო დაბალ დონეზე მდგომი გუნდიც გაწვრთნას. თუმცა ნომერ პირველ სასურველ კლუბად "იუნაიტედი" რჩება.

წყარო: espn
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
6 იანვარი 2016 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სუონსს ხო მოვუგეთ რა გინდათ :-D :-D
0
№12
ავტორი: redarmy10
6 იანვარი 2016 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
არაა მგონიაა სეზონის ბოლომდე ვან გაალის წასვლა გამოვიდეს მაგრამ : ((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top