თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2016, 08:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 14
ვან გაალმა თავდამსხმელების გაყიდვა ახსნა
რატომ გაყიდა ლუი ვან გაალმა ხავიერ ერნანდესი, დენი უელბეკი და რობინ ვან პერსი.
ვან გაალმა თავდამსხმელების გაყიდვა ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ თავდამხმელის პოზიციაზე კონკურენციის არ სჯერა და "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენილ მცირეთა შორის არჩევანის გაკეთებას ამჯობინებს.

მწვრთნელმა არ შეიძინა რადამელ ფალკაო, რომელიც იჯარის წესით იმყოფებოდა "იუნაიტედში", გაყიდა რობინ ვან პერსი "ფენერბაჰჩეში", ხავიერ ერნანდესი კი "ლევერკუზენში", ხოლო ჯეიმს უილსონი ამჟამად იჯარის წესით "ბრაიტონში" ასპარეზობს.

უეინ რუნი და ენტონი მარსიალი ერთადერთი თავდამსხმელები არიან გუნდში. მიუხედავად გატანილი გოლების სიმცირისა, მწვრთნელს არ სჯერა, რომ პრობლემა იანვარში გადაწყდება და თავისი ფეხბურთელებისადმი რწმენას ინარჩუნებს.

"სუონსისთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვან გაალმა ახსნა: "ყველა თავდამსხმელის დატოვება შეგვეძლო და შემდეგ ბევრი თავდამსხმელი გვეყოლებოდა, რომლებიც ბედნიერები არ იქნებოდნენ. მათ წასვლა ენდომებოდათ. ერნანდესის ამბავს ჰგავს. მას თამაში სურდა და ამ სამყაროში ყოველთვის ვერ ითამაშებ.

ჩემს გუნდში ახლაც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში სურთ, მაგრამ ვერ თამაშობენ, რადგან მე სხვებს ვამჯობინებ. ყოველთვის ასე ხდება. ერთსა და იმავე პოზიციაზე ძალიან მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელიც დიდი ზეწოლაა. ახლა შეცვლის შანსი არ მაქვს.

პოზიციისთვის დიდი კონკურენციის არ მჯერა. მე ნდობისა და თავდაჯერებულობის მჯერა. შესაძლოა, შეცდომაა, კარგი, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ვიქცეოდი. მოთამაშეების მჯეროდა",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
2 იანვარი 2016 13:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მალე ეს ჩვენ დაგვადანაშაულებს ცუდს თამაშში
0
№12
ავტორი: ლუკა
2 იანვარი 2016 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ბესტ უკვე გვადანაშაულებს wink
0
№13
ავტორი: JuanMata
2 იანვარი 2016 15:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჰო კონკურენციის არ ჯერა, ზატო ხე ფელაინის ჯერა.
ზამენაზე ფეხბურთელი არ ჰყავს, თამაშს ვერ გააძლიერებ, ვერ გადააწყობ რა ჯიუტი და კვერცხია, ერთს არ იტყვის რომ შევცდი ამდენი თავდამსხმელი გავუშვი და არავინ დავიამტეო.

მაგრამ მარსიალი თუ დაიმატა რა, ფლანგზე ათამაშებს მაინც.
0
№14
ავტორი: Martial
2 იანვარი 2016 17:26
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ჩიჩას პრეტენზია თუ ვინმეს ახსოვს არ ვიცი ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top