კოლუმბიელი შემტევი "ბერნაბეუს" დატოვებას აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე ხამეს როდრიგესი "ბერნაბეუს" დატოვებას აპირებს.
ესპანური გამოცემა Don Balon-ი ირწმუნება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი "რეალში" რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშით უკმაყოფილოა და პრემიერ ლიგაში გადასვლას აპირებს.
ხამესით სამი ინგლისური გრანდი, "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ ინტერესდება, მაგრამ თავად ხამესი არჩევანს "სტემფორდ ბრიჯსა" და "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას შორის გააკეთებს.
ლონდონის "ჩელსის" ხამესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შეთავაზება შეუძლია, თუმცა როდრიგესს უკვე აქვს ნათამაშები "რეალის" რიგებში, რის გამოც უეფა-ს წესების თანახმად, იმავე სეზონში სხვა გუნდის მაისურით მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე ეკრძალება. გარდა ამისა, "ჩელსი" პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება, რაც შეიძლება, ხელის შემშლელი ფაქტორი გამოდგეს.
ასეთ შემთხვევაში კი, ხამესი "მანჩესტერ იუნაიტედს" ამჯობინებს.
წყარო:
dailystar