"იუვენტუსის" დირექტორი ჯუზეპე მაროტა ინგლისში მიფრინავს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი შეიძინოს.
26 წლის დარმიანს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ მომდევნო მატჩებში მოუკლო.
ტრავმებმა და ცუდმა ფორმამ დარმიანს ლუი ვან გაალის გუნდში შესაძლებლობების გამოჩენაში ხელი შეუშალა და იტალიური პრესა იტყობინება, რომ ამ სიტუაციით სარგებლობას ტურინის "იუვენტუსი" აპირებს.
მაროტა მანჩესტერში ჩაფრინდება, რათა იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა განახორციელოს.
შესაძლოა, საუბარი იჯარის შესახებაც გაიმართოს, რის შემთხვევაშიც ტურინელები 11 მლნ. ფუნტს გადაიხდიან.