რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ თავისუფალ და მოტივირებულ უეინ რუნის ლუი ვან გაალის გადარჩენა შეუძლია.
"იუნაიტედის" კაპიტანი "სტოკ სიტისთან" მატჩს სათადარიგოთა სკამზე შეხვდა, თუმცა ძირითად შემადგენლობას ორშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა.
რუნის თამაშმა მისი ყოფილი თანაგუნდელი რიო ფერდინანდი მოხიბლა. ინგლისელს მიაჩნია, რომ რუნის "იუნაიტედის" მიმდინარე სეზონში გარდატეხის შეტანა შეუძლია.
"უეინს თავისი შესაძლებლობის დამტკიცების საშუალება არ მისცემია.
გოლი ვერ გაიტანა და გაუმართლა, რომ არ გააძევეს ოსკარზე ბინძური ჯარიმის გამო. მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში დიდებული იყო. ასე რომ, ორიდან ერთი უნდა მომხდარიყო.
ვან გაალმა, ალბათ, სიჯიუტეს სძლია და რუნის თამაშისგან სიამოვნების მიღების ნება მისცა.
ან ასე მოხდა, ან რუნიმ იფიქრა: "ერთი ამისიც, ისე ვითამაშებ, როგორც მინდა". რაც უნდა მომხდარიყო, ამან გაჭრა", - წერს ფერდინანდი თავის გრაფაში.
ფერდინანდი ფიქრობს, რომ რუნის დახმარებით "იუნაიტედი" შეიცვალა.
"ჩელსის" წინააღმდეგ რუნიმ თავისუფლად ითამაშა და მაშინვე დაინახავდით, როგორ მოემატა გუნდს თავდაჯერებულობა.
რუნი დაცვის ცენტრში აღარ იწევდა, რათა მათ დახმარებოდა და შეტევებს აწარმოებდა. შემდეგ შესანიშნავად ურტყამდა და რაც უფრო მთავარია, საჯარიმოშიც კარგად მოქმედებდა.
ყოველთვის, როცა "იუნაიტედი" ბურთს ფლობდა, რუნი სივრცეს პოულობდა, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
და საბედნიეროდ, თანაგუნდელები მას წინ პასს უკეთებდნენ და სიმწვავეს სძენდნენ".