ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დენი ბლინდმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ხილვა სურს ეროვნული გუნდის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჰოლანდიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს, დენი ბლინდი ვან გაალის თანაშემწე იყო. ერთი წლის შემდეგ კი "იუნაიტედის" მცველის, დეილი ბლინდის მამამ თავისი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დაიკავა.
ახლა, როცა ვან გაალი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და "იუნაიტედში" რვა მატჩის განმავლობაში ვერ იმარჯვებს, უფროსმა ბლინმა ლუისთან გაერთიანების სურვილი გამოთქვა.
"ვან გაალთან ერთად ბევრს მივაღწევდი. ის უმაღლეს კატეგორიას შეესაბამება. თუმცა ბევრი სხვა შესაფერისი ვარიანტიც არსებობს.
არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა. მცირე ხნის წინ ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარი წავიკითხე ტექნიკური დირექტორის მოწვევის შესახებ, მაგრამ მასთან არ მისაუბრია", – განაცხადა ბლინდმა Algemeen Dagblad–თან ინტერვიუში.