თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2015, 19:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3967,
კომენტარები: 11
"ვოლფსბურგის" დამარცხება თითქმის შეუძლებელია"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

ვიცი, რომ დღეს საუკეთესო დრო არ არის წერისთვის, არც კითხვისთვის. მაგრამ, მოდით პოზიტიურად ვიფიქროთ, რადგან წინ გრძელი გზა არის. დიახ, მესმის, რომ თქვენც იმედგაცრუებულნი ხართ, როგორც ჩვენ, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. ვალდებულები ვართ, ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არ უნდა ვიდარდოთ, უნდა გავერთიანდეთ, სრულყოფილებას მივაღწიოთ და ვიბრძოლოთ. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა გამარჯვება. რათა წარუმატებლობას ჩამოვშორდეთ. და ვიცით, რომ სასურველის მიღწევის ერთადერთი შესაძლო გზა - ერთიანობა არის.

"ვესტ ჰემთან" გასული შაბათის მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მომენტების რეალიზაციის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, როგორი მომენტები გვქონდა (ხსენებადაც კი არ ღირს, რომ პირველი გატანილი გოლი გამტან გუნდს თავდაჯერებულობას სძენს). უნდა აღვნიშნო, რომ "ჩაქუჩებსაც" კარგი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ დავიდ დე ხეას შესანიშნავი თამაში და კარის ჩარჩო კარის ხელუხლებლად შენარჩუნებაში დაგვეხმარა. სეზონისა და მატჩის ერთ-ერთი პოზიტიური მომენტი ის არის, რომ გოლი არ გავუშვით. მაგრამ გვესმის, რომ ვალდებულები ვართ, საკუთარი თამაში და მომენტების რეალიზაცია გავაუმჯობესოთ (ეს ძალიან მნიშვნელოვანია). სწორედ ამაზე ვშრომობთ ყოველდღე ვარჯიშებზე.

როგორც იცით, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება. სავსებით შესაძლებელია, რომ მხოლოდ გამარჯვებამ მოგვცეს მომდევნო ეტაპზე გასვლის საშუალება. შესანიშნავად ვიცით, რომ გერმანული კლუბის საკუთარ კედლებში დამარცხება ძალიან რთულია. თითქმის შეუძლებელი. მაგრამ გვჯერა, რომ გამარჯვებას შევძლებთ და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავალთ. ეს ძალიან დაგვეხმარება გადატვირთული დეკემბრის პერიოდის წინ.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, "ვალენსია" ძმები ნევილების ხელმძღვანელობით ახალ პროექტს ამზადებს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერს შეძლებენ და გუნდს დამსახურებულ ადგილზე დააბრუნებენ. "ბარსელონასთან" ფრით დაიწყეს, გუნდთან, რომელსაც მრავალმხრივ ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის ასეთი შედეგით, ერთ-ერთი ასეთი "ბაიერნია", რომელმაც სეზონის პირველი მარცხი იწვნია ბუნდესლიგაში.

ამით მოვრჩეთ. გპირდებით, რომ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ფრეები გამარჯვებებად ვაქციოთ და ამ თვეში დადებითი შედეგები ვაჩვენოთ. თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ველოდებით. გმადლობთ, მხარდაჭერისთვის.

იმედი მაქვს, ეს კვირა შესანიშნავი იქნება. გეხვევით,

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
8 დეკემბერი 2015 14:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თავიდანვე უნდა შევუტიოთ და პირველ 15 წუთში შევძლოთ გოლის გატანა, თორე რაც დრო გავა უფრო და უფრო გაჭირდება, ამიტო ცოტა მსუბუქი და სწრაფი გუნდით დაწყება არ იქნება ცუდი და თუ გავიტანეთ მერე პირველივე ტაიმში რო გააკეტოს შეცვლა არაფერი მოხდება.

დამარცხება როგორ არ შეიძლება აგერ დორტმუნდა მოუგო რამდენიმე დღის წინ და ჯაშუში რო გვყავს გაგზავნილი მოუყვებოდა ვან გაალს რაღაცეებს wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top