თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 21:16
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 14
როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი
ფერგიუსონი გვასწავლის, თუ როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ-დონის გუნდი
როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი
გასული წლის სეკტემბერში სერ ალექს ფერგიუსონმა "მასტერ-კლასი" აჩვენა ჰარვარდის სტუდენტებს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ფერგიუსონის გამორჩეულ ციტატებს, რომლებიც მან სტუდენტებთან გამოთქვა.


ფეხბურთელის ძალაუფლებაზე

ინგლისურ პრემიერლიგაში გუნდები მწვრთნელებს, როგორც ხელთათმანები ისე იცვლიან, ამის გამო ძალაუფლება გასახდელში ფეხბურთელზე გადადის, რაც ძალიან საშიშია. როგორ შეიძლება იმუშაო, როდესაც თვლი, რომ შენ სხვა ფეხბურთელებზე უკეთ ურტყამ, ისინი კი ფიქრობენ, რომ შენზე უკეთ წვრთნიან?

ფეხბურთელების მოტივაციაზე

კრიტიკის ადგილი არ არის მოედანზე. ფეხბურთელისათვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, არ არსებობს ამაზეუკეთესი ფრაზა "კარგად მუშაობ, ეგრე გააგრძელე". ეს სიტყვები საუკეთესოა, თუ რაც ოდესმე თქმულა სპორტში. ამის გარდა, თქვენ არ შეგიძლიათ ყოველ მატჩში შევარდეთ გასახდელში და ფეხბურთელები ლანძღოთ. ამ ხერხს არანაირი აზრი არ აქვს. არავის არ უყვარს კრიტიკა. თუმცა, მიუთითო ფეხბურთელს მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, აუცილებელია. მე ორშაბათს არ ველოდები და ამას იქვე ვაკეთებ, როდესაც მატჩი დასრულდება. რომ დავასრულებთ შეცდომებზე საუბარს, შემდეგ მომდევნო შეხვედრაზე გადავდივართ. ასევე, საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელი გავაკრიტიკო ოფიციალურად. ყველაფერი გასახდელში ხდება.

ანდრეა ბოჩელზე, როგორც მთავარ მოტივატორზე

მახსოვს, როდესაც მწვრთნელმა დაიწყო ლაპარაკი შემდეგნაირად:"მგონი ამ თემაზე უკვე მეასეჯერ გელაპარაკებით." ერთ-ერთი ფეხბურთელი კი დაეთანხმა:"დიახ, ასეა მწვრთნელო! მაგრამ, სიმართლეს გეტყვით და ნახევარზე მეტი თქვენი ნალაპარაკებიდან არ გამიგონია." მე ვცდილობ ვისაუბრო სხვადასხვა თემებზე და აქტიურად ვიყენებ ჩემ აზროვნებას. ერთხელ, მაგალითად, დავესწარი ანდრეა ბოჩელის კონცერტს. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ კლასიკური მუსიკის კონცერტზე. როდესაც მის გამოსვლას ვაკვირდებოდი, შევამჩნიე, თუ როგორ უწყობენ დამკვრელები ერთმანეთს ხელს. ერთი მისუკოსი იწყებს დაკვრას, მეორე კი ამ დროს ასრულებს-საოცრებაა. როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩემი შთამბეჭდილება ფეხბურთელებს გავუზიარე.

როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი

მილიონერების კონტროლზე

მე ვსჯი მათ, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუნდის კედლებში რჩება. უფლება არ გაქვთ დაკარგოთ კონტროლი გუნდზე, მითუმეტეს თუ გუნდი 30 ტოპ-დონის ფეხბურთელებისაგან შედგება და თითეული მათგანი მილიონერია. თუ, რომელიმე მათგანი კონტროლიდან გამოდის, იგი ავტომატიურად აწერს საკუთარ განაჩენს ხელს.

ახალგაზრდებზე და ასაკოვან ფეხბურთელებზე

ახალი მწვრთნელების 99 პროცენტი გუნდში მოსვლისას, უპირველეს ყოვლისა ფიქრობენ, რომ თავისი ადგილი შეინარჩუნონ გუნდში. მათ მოყავთ გამოცდილი ფეხბურთელები, ძირითადად თავიანთი ყოფილი გუნდებიდან. ჩემი აზრით, საჭიროა კლუბის ჩამოყალიბება, და არა გუნდის. ამისათვის მთელი სისტემაა საჭირო. იმაზე დიდი სიამოვნება და სიამაყე მწვრთნელისთვის არ არსებობს, როდესაც შენი აღზრდილი ფეხბურთელი პირველ გუნდში მოსახვედრად ემზადება. ახალგაზრდები უფრო ვითარდებიან ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. ყველაზე რთული ჩემთვის, ფეხბურთელთან დამშვიდობებაა, მითუმეტეს თუ იგი არაჩვეულებრივი ადამიანი არი. თუ ამჩნევ, რომ ფეხბურთელი უკეთესობისაკენ არ მიდის, მაშინ დაუსვი საკუთარ თავს უბრალო კითხვა:"როგორი იქნება იგი ორი წლის შემდეგ?"

ფეხბურთელების აგრესიაზე

ერთ-ერთი ჩემი ფეხბურთელებიდან რეგულარულად ღებულობდა წითელ ბარათებს. თუ მას ამის საშუალება ექნებოდა, ხელიდან არ გაუშვებდა, ვარჯიშზეც კი. შემეძლო მე ამ სიტუაციის შეცვლა? არა. მქონდა თუ არა მისი შეცვლის სურვილი? არა. თუ თქვენ ფეხბურთელში აგრესიულობას ჩაახშობთ, მაშინ ის საკუთარ თავს დაკარგავს. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ფეხბურთელის ნაკლი მისს სიამაყედ იქცევა.

როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი

ნიჭზე და მონდომებაზე

მე მაინც ვემხრობი იმ აზრს, რომ ფეხბურთელის მონდომება არანაკლები ნიჭია. ფეხბურთელებმა უნდა იმუშაონ და იმუშაონ. თუ რომელიმეს პრობლემა ექმნება დისციპლინაზე, მე მას იქვე ვუთითებ კარზე. მე მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მაინტერესებს, რომლებსაც მართლა უნდად იუნაიტედში თამაში და, როგორც მე, ეზიზღებათ მარცხი,

ძირითადი შემადგენლობის შერჩევაზე

ჩვენ არასდროს არ ვაქვეყნებთ ძირითად შემადგენლობას წინასწარ. ინფორმაციამ შესაძლოა გაჟონოს გარეთ მედიას ან ფეხბურთელის აგენთის დახმარებით. რასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვუჩვენოთ მოწინააღმდეგეს საკუთარი კოზირები და ცხოვრება გავუადვილოთ მათ? შემადგენლობა ცხადდება 2 საათით ადრე, სანამ შეხვედრა დაიწყება.

ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთა მატჩის დღეს

მე ამას პირადად ვეუბნები. ეს არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მაინც ვაკეთებ. ამის გაკეთება აუცილებელია. მე მომკვეთეს ძირითადი შემადგენლობიდან შოტლანდიის თასის ფინალურ შეხვედრაში 50 წუთით ადრე, სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, ასე რომ ვიცი თუ რას გრძნობს ფეხბურთელი ამ დროს. არ შემიძლია ფეხბურთელის აზრის წაკითხვა, მაგრამ მას ასეთ რაღაცას ვეუბნები:"მისმინე, შეიძლება მე შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შემადგენლობა უკეთესია." ვცდილობ მის გამოფხიზლებას, ვეუბნები რომ წინ კიდევ ბევრი თამაშები ელის, მის მოკვეთას კი იმით ვხსნი, რომ დღევანდელი ტაკტიკა მას არ შეეფერება.

ჟოზე მაურინიოზე

იგი ძალიან ნიჭიერია. ფეხბურთელები მას ყოველთვის იცავენ და ამასთან ერთად საკმაოდ სიმპატიურია. ვფიქრობ, რომ მეც ასეთი ვარ, მაგრამ არც თუ ისე სიმპატიური. იგი არ კარგავს რწმენას საკუთარ თავში, როდესაც ამბობს რომ იგი გამორჩეულია და ყველაფერს მოიგებს. მე კი, ცხოვრებაში ვერ გამოვსულვარ და ვერ მითქვამს, რომ თამაშს მოვიგებ. ალბათ მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ შოტლანდიელი ვარ.

როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი


გუნდთან საუბარი შესვენების დროს

მე მხოლოდ რვა წუთი მაქვს გასახდელში შესვლამდე და მსაჯის სასტვენამდე. თუ ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ ანათებს, მაშინ ამბობ, რომ გუნდმა უნდა გააგრძელოს თამაში იგივე ტემპში და შედეგი შეინარჩუნონ. მაგრამ თუ ვაგებთ, ვხვდები, რომ გუნდს ესაჭიროება კარგი გალანძღვა.

გუნდის ფორმაზე სეზონის განმავლობაში

ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვტვირთავთ ფეხბურთელებს წინასასეზონო მატჩებში, ამიტომ გუნდი არ იმყოფება კარგ ფორმაში სეზონის დასაწყისში. ოკტომბრისათვის კი გუნდი ოპტიმალურად იწყებს მუშაობას. ყოველ სეზონში ჩემებს ერთსა და იმავეს ვუმეორებ, რომ თუ ჩვენ მოწინაღმდეგე გუნდებს 3 ქულით გავუსწრებთ საახალწლო დღესასწაუალმდე, მაშინ ტიტულის მოსაპოვებლად კარგი შანსები გვაქ.

იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ფეხბურთელის კარიერა მწვრთნელის მუშაობაზე

ფიქრობთ, რომ რუნის ეს ანაღვლებს? პირიქით, იგი დამცინებს და მეტყვის:" ეი ფერგი, შენ ხომ გასულ საუკუნეში თამაშობდი, შოტლანდიაში!"

ტაკტიკაზე

ტაკტიკა, რა თქმა უნდა იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია მოწინააღმდეგე. ხშირად, მე გამოვყოფ რამოდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც აფორმირებენ მოწინაღმდეგე გუნდის თამაშს. რა ქვია იმ ბიჭს, რომელიც ამ ყველაფერს სტანდარტულად აკეთებს? რა ქვია იმას, ყოველთვის ბურთთან ერთად რომ დარბის? დანარჩენ დროს გუნდს ვუთმობ. პარასკევს ჩვენ ვაჩვენებთ ფეხბურთელებს ჩანაწერებს მოწინაღმდეგე გუნდზე. ვეძებთ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს. შაბათს კი, ამ ყველაფერს საღ გონეზე ვიმეორებთ.

პეპ გვარდიოლაზე

გვარდიოლამ უდიდესი შთამბეჭდილება დატოვა ჩემზე. მან დიდი ცვლილებები შეიტანა ბარსელონას თამაშში. კატალონიური გუნდი ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ პეპთან ერთად იგი უფრო ძლიერი გახდა. არაერთი ფეხბურთელი გახდა მისი დახმარებით მსოფლიოს ვარსკვლავი.

როგორ უნდა გაწვრთნა ტოპ გუნდი
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 04:02
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ვიდა მაგარია
0
№12
ავტორი: captain
4 იანვარი 2013 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მალადეც ვიდას და ფერგის smile
0
№13
ავტორი: m-an-united
4 იანვარი 2013 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
love love love fergii! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№14
ავტორი: UTD-Rule
6 იანვარი 2013 16:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლაშა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top