თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2015, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3675,
კომენტარები: 16
ლინდეგაარდმა რუნის შეურაცხყოფით უპასუხა
ანდერს ლინდეგაარდი შესაძლოა ასოციაციამ დასაჯოს.
ლინდეგაარდმა რუნის შეურაცხყოფით უპასუხა
"ვესტ ბრომვიჩის" მეკარე ანდერს ლინდეგაარდი შესაძლოა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნისთვის გაცემული პროვოკაციული პასუხის გამო დასაჯოს.

მცირე ხნის წინ ჟურნალ Sport-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს რუნის ჰკითხეს, ყველაზე ნაკლებად რომელ თანაგუნდელთან ერთად დარჩენას ისურვებდა ცალკე. რუნიმ ლინდეგაარდი დაასახელა და ახსნა: "ის უბრალოდ მაღიზიანებს".

ლინდეგაარდმა, რომელმაც "წითელი ეშმაკების" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 4 წლის განმავლობაში, პასუხი არ დააყოვნა.

დანიელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა "იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის შემდგარი მატჩის ფოტო, რომელიც 2012 წლის იანვარში არის გადაღებული და მასზე რუნი ანდერს ლინდეგაარდსა და "არსენალის" ნახევარმცველს აარონ რემსის შორის საკმაოდ კურიოზულ პოზაში არის აღბეჭდილი.

ლინდეგაარდმა რუნის შეურაცხყოფით უპასუხა


"იქნებ, ამის გამო არ გინდა ჩემთან ერთად ლიფტში გაჭედვა, ბიჭო?" - დაწერა ლინდეგაარდმა და შეურაცხმყოფელი თეგი დაურთო.

ამ ინციდენტს ასოციაცია გამოიკვლევს, რომელიც სოციალურ ქსელებში ფეხბურთელთა კონტაქტს თვალს ადევნებს.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
1 დეკემბერი 2015 21:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
love united,
შუტკა დაუკეტა სანამ გადავიდოდა რუნიმ და ეხლა უნდა დაადგნენ ბიჭები საცემად.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2015 21:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
deqstera,
მოიცა, ნორმალურ საზოგადოებაში მიღებულ ნორმალურ კითხვას მართალი პასუხი რომ გასცე, შეურაცხყოფაა? აბა მოეტყუებინა და ეთქვა, ყველა მაგრამ მიყვარს და ყველასთან ცალ-ცალკე დავრჩებოდიო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: ViDa
2 დეკემბერი 2015 02:07
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ამოანთხია ბიჭმა ))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№14
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2015 10:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პროფილის დედა ვატირე ისეთი ამბები ტრიალებს აქ lol
0
№15
ავტორი: Best 7
2 დეკემბერი 2015 13:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუ რაპიტალოა
0
№16
ავტორი: deqstera
2 დეკემბერი 2015 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
RojoDiablo
უბრალოდ არაეთიკურია და არამისაღები, ჯერ ჟურნალისტსაც არუნდა დაესვა მსგავსი კითხვა და მერე გუნდელზე თქმა რო მაღიზიანებს და მაგასთან ერთად ვერდავრჩები ვერსადო არასწორი მიდგომაა!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top