თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 15:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3452,
კომენტარები: 11
ნევილი: "იუნაიტედი" უნეიმარო "ბარსელონას" ჰგავს"
გარი ნევილი "იუნაიტედის" სათამაშო სტილის შესახებ.
ნევილი:
გარი ნევილი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მატჩის ბედის გადამწყვეტი ორი ფეხბურთელი სჭირდება, რათა პრემიერ ლიგაში თავი კარგად იგრძნოს.

"იუნაიტედი" ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ სიტისა" და "ლესტერ სიტის" ერთი ქულით ჩამორჩება.

მატჩის შემდეგ გარი ნევილმა "იუნაიტედზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს და ბოლო 15 წუთში საჭირო თამაშს აჩვენებს.

"თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუმატებთ ორ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც გარეტ ბეილი ან კრიშტიანუ რონალდუ არიან, ეს გუნდი ჩემპიონატს მოიგებს. რადგან ამჟამად გუნდის შენების პროცესი დასრულებია.

მაგრამ მათ სჭირდებათ მატჩის მომგები ფეხბურთელი, როგორიც არის ნეიმარი, სუარესი, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას გაიბრწყინებენ და ერთ ან ორ გოლს გაიტანენ, მერე კი მთლიანად "ბარსელონას" დაემსგავსებიან, რადგან ბურთს ფლობენ და მოწინააღმდეგეს ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ.

ბოლო 15 წუთის განმავლობაში კი ბოლომდე არ ცდილობენ მატჩის მოგებას. ჩვეულებრივ, ასეთ დროს შეტევას შეტევაზე ხედავ, გინდა წინ ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ შეიძლება კონტრშეტევაზე დაგიჭირონ და 2-1 წააგო.

მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ასე არ თამაშობს, გულს კი სურს მათი წინ წასვლა, ფეხბურთელების შემოქმედება, ხანდახან უგუნური ქმედება.

როცა გონებით ვფიქრობ, მართლა მგონია, რომ ამასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ, როცა გულით ვფიქრობ, მინდა, რომ ამისთვის თავს ცოტათი უფრო მეტად იკლავდნენ თავს.

მაგრამ ვან გაალს წინ წელიწადნახევარი აქვს და უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს, რათა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა. ამას ვფიქრობდი დევიდ მოიესის დროს და ამასვე ვფიქრობ ახლაც".


ჯეიმი ვარდის გოლს ბასტიან შვაინშტაიგერმა უპასუხა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

"იუნაიტედს" კვლავ საუკეთესო შედეგი აქვს დაცვით მაჩვენებლებში, მაგრამ ნევილი უფრო მეტ შეტევით სიმამაცესა და სეზონში ნაჩვენებ შედეგს შორის უკმაყოფილება-კმაყოფილებით არის განწყობილი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მოწყვეტილი ვარ. გული, გულშემატკივარი ჩემში ხმას უსმენს.

გონება მეუბნება: "ბევრი კარგი რამე მოხდება, თუ ყოველ მატჩში ბურთს 60, 65%-ით დაიჭერ, თუ "მშრალ" მატჩებს ჩაატარებ, ლიგის საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელი გექნება".

დეპაის მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შანსი ჰქონდა და თითქმის გამოვიდა გასვლაზე შესანიშნავი შედეგი.

როცა ვერ იგებ, ხალხი იტყვის, რომ მოსაწყენია, საკმარისად ექსპანსიური არ არის და სწორედ ამიტომ ვარ ახლა ცოტათი მოწყვეტილი.

შესანიშნავი მიღწევაა ის, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან. შედეგები მნიშვნელოვანია, სათამაშო სტილი კი ყველასთვის მისაღები შეიძლება არ იყოს, თუმცა მგონია, რომ ლიგის მომგებ გუნდობამდე ერთი ან ორი ფეხბურთელი აკლიათ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ViDa
30 ნოემბერი 2015 13:25
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ჩაბარდა წარსულს ვან გალის ტაქტიკა და მისი ფილოსოფია, არაფერი არ არი მის ხედვებში დღევანდელი და ვერ წაგვიყვანს ასე წინ. დიდი იმედები მქონდა ამ კაცის მარა ვერ ამართლებს ((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top