თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3642,
კომენტარები: 16
გვარდიოლას "იუნაიტედის" გაწვრთნა სურს
პეპ გვარდიოლა "სიტის" "იუნაიტედს" ამჯობინებს.
გვარდიოლას
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი კარიერის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტად არა "მანჩესტერ სიტის", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედს" განიხილავს.

გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა "ქალაქელებთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტი და მომდევნო ზაფხულიდან სწორედ "სიტის" ჩაუდგებოდა სათავეში. ამან ერთხელ გვარდიოლას პრესკონფერენციის ჩაშლაც კი გამოიწვია.

თუმცა, თავად გვარდიოლა "იუნაიტედში" მუშაობას ამჯობინებს. 44 წლის ესპანელი ნამდვილად არის "სიტის" პრიორიტეტული სამიზნე, მაგრამ "ეტიჰადის" მკვიდრთათვის არასდროს მიუცია გარანტიები.

გვარდიოლას "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი ფაქტიურად ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ნაადრევად გაათავისუფლებენ თუ არა სამსახურიდან ლუი ვან გაალს, რომელსაც თავისი მოსაწყენი სათამაშო სტილის გამო აკრიტიკებენ.

გვარდიოლას კონტრაქტი გერმანულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კი ამ გაურკვევლობას ნათელს მოჰფენს და ხოსეპს ახალ წლამდე მოსთხოვს ზუსტ პასუხს იმის შესახებ, ითანამშრომლებს თუ არა "რეკორდმაისტერთან" ესპანელი მომდევნო წლებშიც.

გვარდიოლასგან განსხვავებით, ლუი ვან გაალს კონტრაქტი მხოლოდ მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და თუ "წითლების" ხელმძღვანელობა მისი ნაადრევად გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჰოლანდიელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით 7 მლნ. ფუნტს გადაუხდის.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
29 ნოემბერი 2015 12:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა გიგზი იქნება მომავალი მწვრთვნელი !
ამას კლოპი ღუნავდა დორტმუნდით და ლივერპულის ბოგინიღა გვაკლია :/
0
№12
ავტორი: temo-scholes
29 ნოემბერი 2015 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
გეთანხმები გიო, ფაიზაგს ბაზრობ...!

მაგრამ ერთია რომ ეს თU მოვა მაშინ რონალდო უნდა დავივიწყოთ და მე პირადად ანცჩელოტის მოსვლა რონისთან ერტად ბევრად მირჩევნია თან სავსებიტ რეალურია....
0
№13
ავტორი: UTD-Rule
29 ნოემბერი 2015 14:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თუ წელს ვერ მოიგო ლიგა, მაშინ დიდი ალბათობით გაუშვებენ და ნეტა ჩვენთან მოვიდეს და არა სიტიში winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 15:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის ეს უნდოდა შემცვლელად. უკვე აღარავის იმედი არ მაქვს, ლუის იმედიც მქონდა რო მოაგავრებდა სიტუაციას მარა ვერაფერი ვერ ქნა
0
№15
ავტორი: redarmy10
29 ნოემბერი 2015 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მარტო მწვრთნელის შეცვლა არაა საკმარისიი რამოდენიმე კარგი ფეღბურთელიც უნდა წამოიყოლოს გვარდიოლამ და დადგება საშველი მაგრამ არამგონია ესსაქმე გამოვიდეს. ცოტა კრეატიული თავდამსხმელი იყიდონ და სულ არგაუშვალ იყოს ვან გაალიც წაგებით მაინც არვაგებთ და გოლებს როვერვიტანთ ეს უკვე თავდამსხმელების პრობლემაა

ან რა თავდასხმაზეა ლაპარაკი გუნდს ცენტრ ფორვარდი არყავს
0
№16
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2015 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ მჯერა პირადად მე ამის. მირჩევნია მოუ ან კარლო მოიყვანონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top