თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2015, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2612,
კომენტარები: 17
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალის ვერდიქტი პსვ-სთან მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
პირველი ტაიმი უკეთესი იყო, ვიდრე მეორე

"ვფიქრობ, პირველ ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ. სამი აშკარა მომენტი და სამი სხვა მომენტი შევქმენით, ძალიან დაცვით მოთამაშე მოწინააღმდეგეს კი მხოლოდ ორი შანსი შევაქმნევინეთ. მაგრამ შემდეგ მეორე ტაიმი ცუდი გამოდგა და საოცრებაა, რომ მათ მომენტი ვერ შეგვიქმნეს - მხოლოდ ერთი".

ჯესი ლინგარდის დიდებული შანსი

"მეორე ტაიმში ერთი კარგი მომენტი გვქონდა ჯესი ლინგარდისთვის, რომელიც უნდა გაგვეტანა და ძალიან საწყენია, რომ ვერ გავიტანეთ, თუმცა კარგად ითამაშა. ახლოს იყო, მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ. მომდევნო ეტაპზე შეგვეძლო გასვლა და ფეხბურთელებიც იმედგაცრუებულნი არიან".

ცვლილებებმა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანა


"ჩვენს ნახევარმცველებს ჩვენი ცენტრალური მცველებისთვის, დეილი ბლინდისა და კრის სმოლინგისთვის კუთხე უნდა შეექმნათ, რადგან ისინი ერთი თავდამსხმელის, დე იონგის წინააღმდეგ თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ყოველთვის ასე არ ხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩემი ცვლილებების მიუხედავად უფრო ნაკლებად ხდებოდა. ჩვეულებრივ, როცა ცვლილებებს ვაკეთებ, თამაში უმჯობესდება, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა, ამიტომ ძალიან გამიცრუვდა იმედი, რადგან ჩემმა ცვლილებებმა მატჩში გაუმჯობესება ვერ შეიტანა. ვფიქრობდი, რომ ამ განლაგებით საუკეთესო შანსი გვქონდა მოგებისთვის, მაგრამ არავინ იცის, მოხდებოდა თუ არა ასე, მატას თავიდანვე სასტარტოში რომ დაეწყო"

"ოლდ ტრაფორდზე" გარანტიები არ არსებობს

"გულშემატკივარიც ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ყველა ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში უნდა გაიმარჯვოს. მაგრამ ეს არ არის ადვილი და ყველამ ვიცით, რომ ასეა, მაგრამ არასდროს ვაღიარებთ".

ცოტა გატანილი გოლი

"რა თქმა უნდა, ვღელავ, მაგრამ ვიცი, რომ გოლები ყოველთვის არ განსაზღვრავს კარგ და ცუდ თამაშს. დღეს მინიმუმ სამი გოლის გატანა შეგვეძლო - არცთუ ურთულესი შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ. მომდევნო მატჩში, შესაძლოა, არაფრისგან გავიტანოთ. ფეხბურთი ასეთია".

"ვოლფსბურგთან" გამარჯვების იმედად

"ჯერ კიდევ მეორე ადგილზე ვართ და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი პოზიცია გვიჭირავს. "ვოლფსბურგს" უნდა მოვუგოთ და ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი, ყველაფერი შესაძლებელია. ისინი სახლში დავამარცხეთ და რატომ ვერ მოვუგებთ გასვლაზე? ყველგან შეგვიძლია გამარჯვება. წელს ეს დავამტკიცეთ. პრემიერ ლიგის გასვლით მატჩებში ჩვენი მაჩვენებელი უფრო კარგია, ვიდრე გასულ წელს. და ეს უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგაზეც".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
26 ნოემბერი 2015 11:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეე ლუი ლუი, რაღაცას იგონებ და შენთვითონაც გინდა რომ დაიჯერო, თავი დავანებოთ იმ მილიონობით ადამიანს, შენივე შეთხზულს რომ აჯერებ, შენ თვითონ როგორ გჯერა შენი ისტორიების.

უფრო უკან და უკან მიდის საქმე, მერე 1 თამაშს ითამაშებენ იდეალურად და ამ თამაშის შემხედვარე გვაჯერებს რომ ყველაფერი კარგადაა, მემგონია რომ ეგ ყველაფერი აღარ გაუვა :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: Best 7
26 ნოემბერი 2015 12:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ra gamartleba unda qondes? ***taqtiit atamasha gundi Da kidev imartlebs tavs
0
№13
ავტორი: Svanii
26 ნოემბერი 2015 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Midi lui chveb gulshhematkivrebs sul migebagvinda magrad egre advilad araa saqme pirvel taimshi dacvashiiyvnen sul mtelogundi icavda psv tavs magram momentebi mainc shevqmenit ubralod argagvimartla martials 2 shansi qonda mekarem maincdamainc axla gaigija tavvi. @@ lingardsac kaishansi qqonda scheiderleinsac ubralod burts ver moartya fexi kargad :/ germaniashi movigebtt desasvuturebttr lijbii gavidet jgufidan da zamtarshi daimatebs vinme vingers swrafs da mata dabrundeba 10 ianze da mere naxet tqven mogebebis seria. Midi lui !! <3
0
№14
ავტორი: ilker
26 ნოემბერი 2015 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ლუი დაანებე ფიქრს თავი თორე, რაც დრო გადის ყველაფერი ირევა. ტიპმა 250 მილიონზე მეტი დახარჯა და მაინც 90% ნაგავია გუნდში. 3-4 ფეხბურთელზე შეიძლება დადებითის თქმა, მარა ხანდახან ისინიც ჩერდებიან. რუნის დონე აქ დავარდნილი იმიტო რო, ფარჩაკ ფეხბურთელებთან უწევს თამაში.
ვან გაალი რო მოიყვანეს მაგრად მიხაროდა, ვფიქრობდი გუნდს კარგ საფუძველს ჩაუყრისთქვა, მარა ივანიშვილია მემგონი, გვპირდება ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე უკეთესი იქნებაო, ისევე როგორც წელი. მარა რაც დრო გადის ყველაფერი უკან-უკან მიდის.
P.S მიუხედავად ამდენი ჩავარდნისა მაინც მჯერა ლუისიცა და იუნაიტედის. დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც გავალთ და ეპლ-საც მოვიგებთ, რადგან იუნაიტედის ფანს სხვაგვარად არ შემიძლია GGMU
0
№15
ავტორი: Count Alucard
26 ნოემბერი 2015 16:53
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩვეულებრივ, როცა ცვლილებებს ვაკეთებ, თამაში უმჯობესდება,


გვეღადავება ეს? belay
0
№16
ავტორი: UTD-Rule
26 ნოემბერი 2015 17:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვან გაალის მატჩის შემდეგი კომენტარების წაკითხვა უკვე აღარ მინდა ასეთი არარეული მიზეზების მოყვანის გამო. უკვე წინასწარ ვიცით ხოლმე თუ რას იტყვის და როგორ გაიმართლებს თავს nope2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№17
ავტორი: red devil
27 ნოემბერი 2015 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძაან უაზროდ ლაპარაკობს უკვე მგონი დროა დაისვენოს ამ კაცმა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top