თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 14:33
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2906,
კომენტარები: 15
ნობლი:"ჩვენ გამოსაცნობი დაგვრჩა ის თუ, როგორ გავაჩეროთ "იუნაიტედის" თავდასხმა"
"ვესთ ჰემის" ნახევარმცველმა, მარკ ნობლმა განაცხადა, რომ მის გუნდს ელის ძალიან დიდი გამოცდა, "წითელი ეშმაკუნების" თავდასხმის თვალსაზრისით...
ნობლი:
ცოტა ხნის წინ, სერ ალექსმა განაცხადა: "ჩვენ რამოდენიმე ფეხბურთელს შევცვლით თასის მატჩზე. ცხადია, ფეხბურთელები, როგორებიცაა მაიკლ კერიკი და პატრის ევრა, მიიღებენ დასვენების შესაძლებლობას.ამის და მიუხედავად, ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც სკამზე ზიან, მათაც შეუძლიათ თამაშის გამწვავება."
იმის და მიუხედავად, რომ სერ ალექსი სხვა შემადგენლობას გამოიყვანს მინდორზე, ნობლი მაინც დარწმუნებულია, რომ მის გუნდს თამაში მაინც გაუჭირდება: "როდესაც საქმე "იუნაიტედის" შეტევაზე მიდგება, ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ იმის გამოცნობას, თუ როგორ შევაჩეროთ ისინი.
შეიძლება ჩვენ, კედელი ავაშენოთ ჩვენს კართან? მე ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს უდიდესი დღე იქნება და ჩვენც სულ მოუთმენლად, ველით მატჩის, დაწყებას."
– აცხადებს "ვესთ ჰემის" ნახევარმცველი Daily Mail–თან.

"ეს ინგლისის თასია და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ისინი, სავარაუდოდ, ცვლილებეს განახორციელებენ შემადგენლობაში, რასაც ჩვენც გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ყველა ძალას ვიხმართ, მატჩში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ცხრილის შუაში მოხვედრა. მაგრამ, როდესაც თქვენ სახლში იღებთ ისეთ მეტოქეს, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", თქვენ იღებთ დამატებით მხარდაჭერას ფანებისგან. ეს იქნება დიდი მოვლენა, ჩვენთვის, გუნდის ყველა წევრისთვის."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Beckham 7
3 იანვარი 2013 17:24
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ვერც გააჩერებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№12
ავტორი: love united
3 იანვარი 2013 18:11
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
თუ სხვა ყველაფერი კარგად გაქვთ, თავდამსხმის განეიტრალება არ გაგიჭირდებათ არც ვან პერსი იქნება,არც ჩიჩა ალბათ და არც რუნი თავისთავად...
0
№13
ავტორი: Shako Jones
3 იანვარი 2013 19:49
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შანსი უნდა მიეცეს : ჯონსს, ვუტონს,კინს,ბუტნერს,კაგავას, იანგს, ჩიჩარიტოს,უელბეკს და პაუელს :))
0
№14
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 03:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ, რა შემადგენლობაც არ უნდა დააყენოს, თადარიგი ისეთი გვყავს რო რავიცი, ესეიგი ევრას მაგივრად უეჭველი ბიუტნერი იქნება, ნახევარდაცვაში კლეო და კაგავა იქნებიან და თავდასხმაში ჩიჩა და ველბექი ესე მგონია მე ^_^
0
№15
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 13:39
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top