თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 11:49
ავტორი: love united,
ნანახია: 2506,
კომენტარები: 13
რიომ ფანებთან შეხვედრა გაიხსენა
ფერდინანდი ფანებთან პირველად შეხვედრას იხსენებს...
რიომ ფანებთან შეხვედრა გაიხსენა
რიო ფერდინანდი იხსენებს, თუ როგორ მოუვიდა პატარა დაპირისპირება ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფანების ერთ-ერთ ჯგუფთან რვა წლის წინ.იმ დროს ინგლისელი მცველი აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.ამის მიუხედავათ, გაზეთებში იწერებოდა, რომ რიო მალე კლუბს დატოვებდა.სიტუაცია გაამწვავა სურათმა, სადაც ფერდინანდი ვახშმობდა პიტერ კენიონთან, რომელიც იმ დროს ”ჩელსის” დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

ერთ დილას რიომ გაიგო კარზე კაკუნის ხმა, თან დაცვის კამერებზე არავინ ჩანდა.”მე წავედი კარისკენ, ავიღე ჯოხი და მინდოდა აგრესიულად დავპირისპირებოდი ”ოინის ავტორს”.მაგრამ როდესაც გარეთ გავედი, დავინახე ”იუნაიტედის” ფანები, რომლებიც მანჩესტერის ეკიპირებით იყვნენ შემოსილნი.იმ დროს ვიფიქრე, რომ თავს დამესხმეოდნენ, რადგან ერთი ვიყავი.”-უყვება ფერდინანდი ჟურნალ ”Four Four Two”-ს.-”შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა:”ჩვენ ვართ ”იუნაიტედ ბოისი”, შენ უნდა მოაწერო ახალ კონტრაქტს ხელი”. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი რაზე ლაპარაკობდნენ.მე ხომ მოლაპარაკებები სულ რაღაც ორი თვის წინ მქონდა დაწყებული.მათ ავუხსენი, რომ არ აღელვებულიყვნენ, რადგან მე მანჩესტერში ვრჩებოდი”.

რიომ ასევე ახსნა, თუ რატომ ისადილა რესტორანში კენიონთან ერთად.”მე მივდიოდი რომ მენახა ჩემი აგენტი, მაგრამ მასთან ერთად იყო პიტერი.შემდეგ ვიღაცამ გადაიღო ფოტო და დაიწყო ჭორები, რომ მე ”ჩელსიში” მივდიოდი.ეს მე იმ ბიჭებსაც ავუხსენი, რომლებიც ჩემ სახლთან შემხვდნენ.ვუთხარი, რომ ეს იყო უბრალოდ სისულელე და დავასაბუთე კიდეც.ამის შემდეგ ჩემმა მეზობელმა გამოუძახა პოლიციას, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ”.

წყარო:manutd.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
3 იანვარი 2013 19:45
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვა ფურცლით დაადგნენ :D:D:D:D
0
№12
ავტორი: gigapersie
3 იანვარი 2013 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
ჰაჰ რიო მაგარი კაცია wink
0
№13
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 03:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რიო მაგარი კაცია love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top