თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2015, 08:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2295,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
ვან გაალმა "მიდლსბროსთან" დაპირისპირების წინ "იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ანტონიო ვალენსია ოთხშაბათს ლიგის თასის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეკვადორელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და ლიგის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "მიდლსბროსთან" ვერ ითამაშებს.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში ვან გაალმა განაცხადა, რომ "წითელ ზონაში" ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს რამდენიმე მოთამაშისთვის დასვენების საშუალების მიცემა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დაფიქრდეს.

"რა თქმა უნდა, ვალენსია ტრავმირებულია - ამას ყველა დაინახავდით.

მაგრამ "წითელ ზონაში" ბევრი ფეხბურთელი მყავს, რადგან მრავალი მატჩი ჩავატარეთ და კიდევ მრავალი მატჩი უნდა ჩავატაროთ. უნდა ვნახო, გამოვიყენებ მათ თუ ვერა. ოთხშაბათს უნდა გადავწყვიტო. აღდგენისთვის ყოველი დღე გვჭირდება, ამიტომ ჯერ რთულია თქმა",
- განაცხადა ვან გაალმა.

ჯეიმს უილსონი და ანდრეას პერეირა, "იპსვიჩ თაუნთან" ერთ-ერთი გოლის ავტორი, ვან გაალის გონებაში არიან ასევე და თამაშის შანსი მათაც აქვთ.

"დიახ, რა თქმა უნდა, გუნდის სელექციაში არიან. მაგრამ შემადგენლობა მე უნდა ავირჩიო და ჯერ არ ვიცი. ამას ოთხშაბათს გავაკეთებ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2015 21:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"რა თქმა უნდა, ვალენსია ტრავმირებულია - ამას ყველა დაინახავდით.

recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top