"იუნაიტედისა" და საფეხბურთო ლეგენდები "ოცნების თეატრს" დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდებულ ადამიანებს, რაიან გიგზს, ოლე გუნარ სოლსკიაერს, პოლ სქოულზს, დევიდ ბექჰემს, სერ ალექს ფერგიუსონსა და სხვებს უმასპინძლებს, რათა "მატჩი ბავშვებისთვის" გამართოს.
ბექჰემი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის კაპიტანი იქნება, მწვრთნელი სერ ალექსი, დანარჩენი მსოფლიოს თერთმეტეულს კი ზინედინ ზიდანი უკაპიტნებს, ხოლო კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.
"იუნაიტედის" ქომაგი სტადიონზე ისეთ ლეგენდებს იხილავს, როგორიც გიგზი, სოლსკიაერი, ნიკი ბატი, სქოულზი, რიო ფერდინანდი, ედვინ ვან დერ სარი, ენდი კოული, დუაით იორკი და ბექჰემი არიან. მათ გარდა ფეხბურთის ნამდვილი ოსტატები ითამაშებენ, როგორიც მაგალითად, ფაბიო კანავარო, პატრიკ ვიეირა, კაფუ, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო არიან. მატჩი მომდევნო თვეს, 14 ნოემბერს გაიმართება.
განაცხადში მოხვედრილი ფეხბურთელების ბოლო სია ასეთია:
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
კაპიტანი: დევიდ ბექჰემი
დევიდ სიმენი
დევიდ ჯეიმსი
სოლ კემპბელი
ჯონ ტერი
ფილ ნევილი
რიო ფერდინანდი
ჯეიმი კარაგერი
ეშლი კოული
ნიკი ბატი
პოლ სქოულზი
რაიან გიგზი
მაიკლ ოუენი
ენდი კოული
დანარჩენი მსოფლიო
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
კაპიტანი: ზინედინ ზიდანი
ედვინ ვან დერ სარი
კაფუ
ფაბიო კანავარო
ალესანდრო ნესტა
ლუიშ ფიგუ
რონალდინიო
პატრიკ ვიეირა
მიხაელ ბალაკი
მასიმო ამბროზინი
რობერტ პირესი
დუაით იორკი
პატრიკ კლუივერტი
ოლე გუნარ სოლსკიაერი
ლენდონ დონოვანი
ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად UNICEF-ს გადაეცემა, რათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას მოხმარდეს მთელი მსოფლიო ბავშვებისთვის.
მატჩი სტარტს 14 ნოემბერს ადგილობრივი დროით 15 (19:00 თბ) საათზე აიღებს.
წყარო:
manutd.com