თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2015, 19:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2616,
კომენტარები: 12
გიგზი დეპაის ქცევით უკმაყოფილოა
რაიან გიგზმა მემფის დეპაის შენიშვნა მისცა.
გიგზი დეპაის ქცევით უკმაყოფილოა
მემფის დეპაიმ თავისი ცხოვრების სტილის გამო რაიან გიგზისგან შენიშვნა მიიღო.

ჰოლანდიის ნაკრების წევრს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტნმა "ემირეიტს სტედიუმზე" ჩატარებული უსახური მატჩის შემდეგ შენიშვნა მისცა.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დეპაი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან ის ვერც თავდასხმაში ეხმარებოდა გუნდს და ვერც დაცვაში.

მტკივნეული 3-0 მარცხის შემდეგ კი მემფისი გასართობად წავიდა და მანჩესტერის ქუჩებში დროს ატარებდა.

21 წლის ფეხბურთელის ცხოვრების სტილმა "ოლდ ტრაფორდის" ვარსვკლავების მღელვარება გამოიწვია.

ვინგერმა, რომელიც მანჩესტერში კარგი რეპუტაციით მივიდა, პრემიერ ლიგის 8 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. გიგზი კი ურჩევს, გართობას ფეხბურთელმა ვარჯიში ამჯობინოს, რათა ინგლისურ ფეხბურთს მალე შეეგუოს.

Sunday People Sport-ის შიდა წყარომ განაცხადა: "მემფისს გარეთ უფრო მეტ ფოტოს უღებენ, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს და ამას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია.

მას უთხრეს, რომ უფრო მოკრძალებული იყოს, სანამ მისი ფეხბურთი მის დანარჩენ პროფილს ეგუება".


წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
12 ოქტომბერი 2015 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამას სკამი მოუხდება ვატყობ
0
№12
ავტორი: i am united
14 ოქტომბერი 2015 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ბევრი შენიშვნა უნდა და 1-2 თამაში სკამი და იქიდან არ ადგომა
არადა დიდი იმედი მაქვს ამის ათამაშების
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top