თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2015, 08:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 11
რუნი ფერგიუსონის სიტყვებს უარყოფს
კაპიტანმა შოტლანდიელის სიტყვები უარყო.
რუნი ფერგიუსონის სიტყვებს უარყოფს
უეინ რუნიმ უარყო, რომ 2011 წელს მან სერ ალექს ფერგიუსონს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაშვების უფლება მოსთხოვა.

რუნიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ნახევარდაცვაში ითამაშა, მის ნაცვლად კი თავდასხმაში რობინ ვან პერსი ირჯებოდა. "იუნაიტედის" მიერ მეოცე ტიტულის მოპოვებისას "წითელი ეშმაკების" მთავარ დამრტყმელ ძალას სწორედ ჰოლანდიელი წარმოადგენდა, მაისში "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ კი ინგლისელი თავისი ბედით დაინტერესდა.

კროქსტეტელი ფორვარდი "იუნატედის" ბოლო საშინაო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ფერგიუსონმა ამის მიზეზად რუნის მხრიდან ტრანსფერზე დაყენების მოთხოვა დაასახელა, რასაც უეინი უარყოფს.

BBC-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში: "რუნი: გოლეადორი ადამიანი" რუნი ხსნის, თუ როგორ გაიგო შოტლანდიელმა მისი სიტყვები.

"მასთან შევედი და უბრალოდ ვუთხარი: "თუ ჩემ გამოყენებას მატჩებში არ აპირებ, უმჯობესია წავიდე. შემდეგ კი პრესაში უცებ ვიგებ, რომ ტრანსფერი მომითხოვია, რაც არასდროს გამიკეთებია.

ასე რომ, არ ვიცი რა მოხდა, ყველაფერი ასე რატომ შეიცვალა".


რუნი ფერგიუსონის სიტყვებს უარყოფს


ორი სეზონით ადრე 2010/11 წლების სეზონის დაწყებამდე რუნიმ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა ითხოვა.

"იუნაიტედის" იმ დროის კაპიტანი, გარი ნევილი და რაიან გიგზი რუნის ესაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე წასვლა გადააფიქრებინა.

რუნი ფერგიუსონის სიტყვებს უარყოფს


"თავი დაიმცირა. მე და რაიანმა კი მომდევნო დღეს საჭირო სიტყვები ვიპოვეთ, რის შემდეგაც გასახდელ ოთახში შემოვიდა და ბოდიში მოიხადა", - განაცხადა ნევილმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rooni
7 ოქტომბერი 2015 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Amis gamo shreks nagdad arshevagineb da src imsaxurebs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top